შიოის-უბანი (ქც 4: 352,9,10). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 352,9,10; 505,15; 506,10,16; 511,22), 1170 წ. მამულის მფლობელობისა და შეუვალობის განახლების სიგელი გიორგი III-ისა შიომღვიმისადმი (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 21, 22), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 34), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 199).
ვახუშტი ბაგრატიონი შიოსუბნის შესახებ გადმოგვცემს: „ციხისძირს ზეით ერთვის კსანს შიო-უბნის წყაროს-წყალი აღმოსავლეთიდამ. არამედ შიოს-უბანს არს შენობა დიდი სასახლეთა. ხოლო ოსმალთა აღაშენეს ციხე ქრისტესა ჩ ღლ. (1730 წ.) აწ არს სახიზრად. ამის ჩდილოთ ქსორისი“ (ქც 4: 352,9,10).
ლოკალიზდება მცხეთის მუნიც-ში, მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ზე, მდ. ქსნის მარცხენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. მუხნარის ტერიტორიაზე (გვასალია 1983: 106).