![]() |
![]() | |
(ქც 4: 682,3). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 682,3), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 178,4).
ლოკალიზდება ნაქალაქარ არტანუჯის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში.
ვახტანგ გორგასალმა (V ს-ის მეორე ნახევარი) არტანუჯის ერისთავად დანიშნა თავისი ძუძუმტე არტავაზი, რომელსაც ებრძანა არტანუჯის ციხისა და მონასტრის აგება. არტავაზს აუშენებია არტანუჯის ციხე, ოპიზის მონასტერი, აგრეთვე სამი ეკლესია: დაბა მერისა, შინდობისა და ახიზისა (ქც 1: 177,20-22, 178,1-4).
ვახუშტი ბაგრატიონი შინდობის ეკლესიას მონასტრად იხსენიებდა (ქც 4: 682,3).
შინდობის დაბა და ეკლესია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |