შა შე ში შო შტ შუ შქ შხ
შტო

შტორი 

ტური (ქც 1: 298,8).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 549,5; 557,7; 561,22) მატიანე ქართლისა (ქც 1: 298,8).

შტორი-ტური ლოკალიზდება ყვარლის მუნიც-ში, ალაზნის პირას, მდ. ჩელთის შესართავის მახლობლად (მუსხელიშვილი 1967: 108).

ქართულ ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება ტურის, ანუ იგივე შტორის ერისთავი. მეფე ბაგრატ IV-მ (1027-1072) რანთა და კახთა მეფის დიდმოხელეები შეიპყრო. მათ შორის იყო „დისაწული გოდერძისა, შტორის ერისთავი და მაჭელისა“ (ქც 1: 298,8; ქც 4: 549,5, 557,7, 561,22).

მდ. ჩელთის შესართავის ტერიტორია, სადაც ლოკალიზდება „ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული შტორი-ტური არქეოლოგიურად შეუსწავლელია. იქ შემორჩენილია ნასოფლარი „ტურის ციხე“, ხოლო მდინარის პირას დგას ძლიერ დაზიანებული ციხესიმაგრე (მუსხელიშვილი 1967: 107, 108).
 
ბიბლიოგრაფია: მუსხელიშვილი 1967: 107, 108; ქც 1: 298,8; ქც 4: 549,5; 557,7; 561,22.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9