![]() |
![]() | |
(ქც 4: 135,21). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 135,21), მატიანე ქართლისა (ქც 1: 268,16).
ლოკალიზდება ახალგორის მუნიც-ში. სავარაუდოდ, მდებარეობდა ლოწობანის ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5-2 კმ-ის დაშორებით, სადაც ტყიანი გორაკის თხემზე შემორჩენილია ზურგიანი კოშკისა და სხვა ნაგებობათა ნანგრევები (გვასალია 1967: 43).
X ს-ში კვირიკე კახთა მეფესა და გიორგი აფხაზთა მეფეს შორის ბრძოლის დროს, აფხაზთა მეფე დაეუფლა მნიშვნელოვან სიმაგრეებს აღმოსავლეთ საქართველოში, გარდა ნახჭევნისა, ბოჭორმისა და ლოწობანისა. უკანასკნელის წინააღმდეგ აფხაზთა მეფემ ააგო შურის ციხე. მეფის აფხაზეთში წასვლის შემდეგ კვირიკემ დაიბრუნა ციხეები, შურის ციხე და ლოწობანი კი დაანგრია (ქც 1: 268,12-16, 269,9-13).
შურის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
შურის ციხის სახელით ცნობილია ციხე კახეთშიც, რომელიც მდებარეობს მდ. ალაზნის მარცხენა ნაპირზე სოფ. საბუეს „ბოლოებზე“.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |