![]() |
![]() | |
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 766,13,სქ.3; 770,2), 1071-1080 წწ. ნიკორწმინდის იადგარი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 32), 1494 წ. მამულის ბოძების სიგელი თეიმურაზ მეფისა ბაქარ ბაქრაძისადმი (საისტ. კრ. 1928: 54), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 107, 119, 121, 133, 293).
შქმერის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: ხეორისა და ბოყის ხევების „შესართავს ქუეით არს შქმერი, დაბა დიდი, უვენახო, უხილო, მგზავსი სხუათა მთის ადგილთა და შუენიერ ზაფხულის ფრიად“ (ქც 4: 766,13-15).
მდებარეობს ონის მუნიც-ში, ონიდან 25 კმ-ის დაშორებით, მდ. ხეორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას, თანამედროვე სოფ. შქმერის ტერიტორიაზე.
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI ს-ში (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 32). იმერეთის მეფე სოლომონ I-მა (1752-1782) შქმერი უბოძა წერეთლებს რაჭის ერისთავ როსტომის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერისათვის (სოსელია 1981: 87, სქ.29). 1769 წ. რაჭის საერისთავოს გაუქმების შემდეგ შქმერი საწერეთლოში შედიოდა (სოსელია 1981: 86, 87). სოფლის მახლობლად არის კასტრული მღვიმე. სოფელი შედგება სამი უბნისაგან: უშოლთა – ქვემო უბანი, შუა მთავარი უბანი და ხარისთვალი (ზემო უბანი). თითოეულ უბანში დარბაზული ტიპის თითო ეკლესიაა (უვაროვა 1894: 122; ბოჭორიძე 1994: 232). შქმერის უღელტეხილი აკავშირებს მდ. რიონისა და მდ. ყვირილას აუზებს. შქმერიდან გადასასვლელია საჩხერის რაიონში (ბერაძე 1983: 7, 10).
შქმერი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |