ჩა ჩე ჩი ჩუ ჩხ
ჩაქ

ჩაქვი

(ქც 4: 792,10). იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში “აღწერა სამეფოსა საქართველოსა” (ქც 4: 792,10).

მდებარეობს მდ. ჩაქვისწყლის ნაპირზე, დღევანდელი დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე.

სოფ. ჩაქვთან, ბორცვოვან ზოლში, გამოვლენილია ენეოლითური ხანის ნამოსახლარი. დადასტურებულია ნახევრადმიწურების ნაშთები, რიყის ქვის ცულები, სატეხები, სათლელები, ანატკეცები, ლამელები, მოგრძოტანიანი ქილები, ყელიანი ქოთნები, პირმოყრილი ჯამები და სხვ. (ფხაკაძე 1993: 21, 22).

ჩაქვის დიუნური ნამოსახლარი ერთფენიანია. აღმოჩენილია სქელკედლიანი ჭურჭლის ნატეხები; თიხის რქისებური სადგრები, საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ფრაგმენტები. სადგომი ძვ. წ. VIII-VII სს-ით თარიღდება (რამიშვილი 1964: 119-131).

ჩაქვის განძი შემთხვევითაა აღმოჩენილი. განძში წარმოდგენილია 5 ცული, ასეთივე ცულის ნატეხი, 6 სამაჯური, სამაჯურის 14 ფრაგმენტი (ქორიძე 1965: 41). თარიღდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანით. დაცულია მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში.

ჩაისუბნის განძი შემთხვევითაა აღმოჩენილი. განძის შემადგენლობაშია 3 ცული, 3 თოხი, მასიური რგოლი, ვერტიკალურხვრელიანი ცული. თარიღის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა: ძვ. წ. XII-XI სს (ქორიძე 1965: 104, 105); ძვ. წ. XIII-XII სს (რამიშვილი 1974: 99). დაცულია ხ. ახვლედიანის სახ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმში.

ზედა ულიანოვკის განძიც შემთხვევით აღმოჩნდა ჩაქვის მახლობლად, ბუკნარს ზემოთ. განძი შედგება 2 ნაკლული კოლხური ცულისაგან (რამიშვილი 1974: 14). დაცულია ხ.ახვლედიანის სახ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმში.

 
ბიბლიოგრაფია: რამიშვილი 1964: 119-131; 1974: 14,99; სურმანიძე 2002; 2005; ფხაკაძე 1993: 21, 22; ქორიძე 1965: 41, 104, 105; ქც 4: 792,10.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9