ჩა ჩე ჩი ჩუ ჩხ
ჩელ

ჩელეთი

ქალაქი (ქც 1: 9,7,8,9; ქც 4: 530,24).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“ (ქც 1: 9,7,8,9), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 530,24 ; 531,1,10 ; 532,1,2), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 199,3), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 82,34), VII ს-ის სომხური გეოგრაფია (სომხ. გეოგრ. 1877: 17).

ვახუშტი ბაგრატიონი ჩელეთის შესახებ გადმოგვცემს: ერწოს წყალის „შესართავს ზეით, იორის პირზედ, არს, აღმოსავლით კერძ, ჟალეთი, შენობა დიდი და შემუსრვილი. ვგონებ ამას ჩელეთად, რომელი აღაშენა კახოს ქალაქი, რომელსა პირველ ბერ ერქუა“ (ქც 4: 531,9-11).

ჩელეთის ლოკალიზაციის შესახებ სხვადასხვა აზრია გამოთქმული: ივ.ჯავახიშვილის ვარაუდით, შეიძლება ჩელეთი იყო ჩელთის წყალზე, რომელიც მდ. ალაზანს ერთვის ენისელთან (ჯავახიშვილი 1983: 49). ნ.ბერძენიშვილს სწორად მიაჩნდა ვახუშტი ბაგრატიონის ვარაუდი, რომ ჩელეთი იგივე ჟალეთია (ბერძენიშვილი 1964: 180). დ.მუსხელიშვილის გამოკვლევით, ჩელეთი ლოკალიზდება მდ. ივრის ზემო წელზე, სავარაუდოდ, ჟალეთთან. ჟალეთი კი მდებარეობდა სოფ. საყარაულოს პირდაპირ, მდ. ივრის მარცხენა ნაპირზე, სოფ. ჭიოტაანთკარის აღმოსავლეთით აღმართულ, ტყით დაფარულ მცირე მთაზე (მუსხელიშვილი 1966: 26; 1977: 176).

ლეონტი მროველის მიხედვით ჩელეთი, რომელიც ადრე იყო ქალაქი ბერი, აღაშენა კახოსმა (ქც 1: 9,7,8,9). ვახტანგ გორგასალმა ჩელეთში ააშენა ეკლესია და დასვა ეპისკოპოსი, მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავ-ხევსურეთისა და ხერკისა (ქც 4: 531,10-14). სავარაუდოა, რომ ჩელეთი განადგურდა 764 წ. ხაზარების შემოსევისას (ჯანაშია 1936: 36).

ჩელეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1964: 180, 334; დადიანი 1962: 82; მუსხელიშვილი 1966: 26-27, 101-102; 1977: 176; სომხ. გეოგრ. 1877: 17; ქც 1: 9,7,8,9, 199,3; ქც 4:530,24; 531,1,10; 532,1,2; ჩუბინაშვილი 1959: 132, 133.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9