აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
აჯა

აჯამეთი


(ქც 4: 755,4). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 155,11,13, 755,4, 772,23), „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1: 322,1), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 99,18), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 156,6), ფრანსუა გამბას „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 169-174, 177).

მდებარეობს ზესტაფონის მუნიც-ში, მდ. ყვირილას მარცხენა ნაპირზე, ახლანდელი სოფელ აჯამეთის ტერიტორიაზე (ბერძენიშვილი 1990: 444).

შუა საუკუნეებში აჯამეთი იყო მეფეთა სანადირო ადგილი (ქც 4: 755,4). იქ უნადირიათ გიორგი I-სა (1014-1027) და თამარ მეფეს (1184-1213) (ქც 1: 322,1; ქც 2: 99,18). ანტიკურ ხანაში აჯამეთზე გადიოდა ფასის-რიონის სანაოსნო გზა (ბერძენიშვილი 1990: 444; ჯაფარიძე 1989: 140).

აჯამეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფ. აჯამეთში შემთხვევით აღმოჩნდა სამი ორმოსამარხი. ინვენტარიდან შემორჩა რკინის იარაღი: ე. წ. „წებელდური ცული“, მახვილისა და შუბისპირების ფრაგმენტები. მათი ნაწილი განეკუთვნება IV-V სს-ს (ლომთათიძე 1977: 61). აჯამეთის ქვის სატეხი კარიერიდან მომდინარეობს V-VI სს-ით დათარიღებული მომცრო ზომის მსხლისებურტანიანი დოქი (ჯაფარიძე 1989: 79). მასალა ინახება ნ. ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1990: 311, 443, 444, 447, 481, 638-639; ლომთათიძე 1977: 61; გამბა 1987: 169-174, 177; ქც 1: 322,1; ქც 2:99,16; 156,6; ქც 4: 155,11,13; 755,4; 772,23; ჯაფარიძე 1989: 77-80, 107, 139, 140.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9