ჩა ჩე ჩი ჩუ ჩხ
ჩხა ჩხე ჩხი

ჩხერი 

ციხე (ქც 4:758,18,20,21,სქ.2).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:758,18,20,21; 758,სქ.2, 844,20), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 349,9), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 50), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 76), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 36), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (საქ. სიძ. 1909: 136; ქრონიკები 1897: 498; 1967: 51, 330, 333, 622, 637, 639, 643; ისტ. დოკ. ... 1959: 69; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 140; მცირე ქრონიკები 1968: 60, 131), ტოლჩანოვის იმერეთში ელჩობის „მუხლობრივი აღწერილობა“ (ტოლჩანოვი 1970: 152, 265), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 7, 173, 175, 309; 1964: 19, 155, 261).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: „მლაშეს ზეით ჩხერიმელაზედვე, არს სამხრით ჩხერის-ციხე, მაგარი და მტრისაგან აუღებელი ... ჩხერის ზეით არს გზა ქართლს მიმავალი“ (ქც 4: 758,17-21).

მდებარეობს ხარაგაულის მუნიც-ში, მდ. ჩხერიმელას მარჯვენა მხარეს, თანამედროვე სოფ. ჩხერის ტერიტორიაზე.

1738 წ. იმერეთის მეფე ალექსანდრემ (1720-1751) ჩხერის ციხე ნიკოლოზ აბაშიძეს უბოძა (ისტ. დოკ. ... 1959: 69). 1762 წ. ნიკოლოზ აბაშიძემ ჩხერის ციხე სოლომონ I-ს (1735-1784) მიჰყიდა (ბერაძე, ცქიტიშვილი 1971: 48). 1774 წ. ჩხერთან ბრძოლაში იმერეთის ლაშქარმა სოლომონ I-ის მეთაურობით დაამარცხა ოსმალები (ქრონიკები 1967: 622; ბერძენიშვილი 1966: 87).

ჩხერი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ჩხერის ტერიტორიაზე შემორჩენილია შუა საუკუნეების დაზიანებული ციხე (ბარნაველი 1959: 97).

 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 76; ბაგრატიონი დავით 1941: 36; ბარნაველი 1959: 97; ბერაძე, ცქიტიშვილი 1971: 48, 49; ბერძენიშვილი 1965: 220, 221, 388, 390; 1966: 36, 37, 87; ბოჭორიძე 1995: 249, 256; გვასალია 1989: 6; გიულდენშტედტი 1962: 7, 173, 175, 309; 1964: 19, 155, 261; ისტ. დოკ. ... 1959: 69; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 250; მცირე ქრონიკები 1968: 60, 131; ორბელიანი 1981: 50; ტოლოჩანოვი 1970: 152, 265; საქ. ისტ. ძეგ. 1984: 57; საქ. სიძ. 1909: 136; ქრონიკები 1897: 498; 1967: 51, 330, 333, 622, 637, 639, 643; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 140; ქც 2: 349,9; ქც 4: 758,18,20,21; 758, სქ. 2; 844,20.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9