(ქც 4: 721,26). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 721,26), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი (ქც 2: 522,8), სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (სამხ. საქ. ისტ. 1961: 48, 163), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 29, 381, 382, 396).
ლოკალიზდება ყარსის ოლქის ჩილდირის მუნიც-ში. მდებარეობს ჩილდირის ტბის ჩრდილოეთით, სოფ. ზურზუნას ტერიტორიაზე. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 29, 381).
1578 წ. 9 აგვისტოს ძურმანის ახლოს ბრძოლა მოხდა ირანსა და ოსმალეთს შორის (ქც 2: 522,8; სვანიძე 1971: 108). შედიოდა ჩილდირის ლივას ჯანბაზის ნაჰიეში. XIX ს-ში ჩილდირის საბოქაულოს ცენტრი იყო (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 381, 382). წყაროებში იხსენიება „ძურძნა“, „ზურზნა“, „ზინზალ“, „ზურზუნას“ სახელითაც (სამხ. საქ. ისტ. 1961: 48, 163; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 381).
ძურმანი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
to main page | Top 10 • Feedback • Login | top of page |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |