აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
აწე აწუ აწყ

აწერის ციხე


(ქც 4: 362,23,სქ.2). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:362,23, სქ. 2; 363,9; 517,16; 891,22), „ახალი ქართლის ცხოვრების“ მეორე ტექსტი (ქც 2:444,6), ძეგლი ერისთავთა (ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 106), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 47, 48), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 38).

მდებარეობს ცხინვალის მუნიც-ში, მდ. პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, გუდისის ქედის სამხრეთ კალთაზე, დღევანდელი სოფ. აწერისხევის ტერიტორიაზე (გვასალია 1983: 68).

მეფე ვახტანგ III-მ (1302-1308) აწერისხევი უბოძა შალვა ქვენიფნეველს (ქც 2: 444,6). XVIII ს-ის 30-იან წლებში აქ ციხე ააგო ქსნის ერისთავმა შანშემ (ქც 4: 362,23). ყიზილბაშებმა იმამ-ყული-ხანის მეთაურობით აიღეს აწერის ციხე, დაატყვევეს შანშეს ოჯახი და ციხე დაანგრიეს (ორბელიანი 1981: 47, 48).

აწერის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 38; გვასალია 1983: 68; ორბელიანი 1981: 47, 48; ქც 2: 444,6; ქც 4: 362,23, სქ. 2; 363,9; 517,16; 891,22; ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 106.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9