![]() |
![]() | |
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 767,21, სქ. 4). იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 107, 123; 1964: 29, 31, 259).
ვახუშტი ბაგრატიონი ძეგლევის შესახებ გადმოგვცემს: „ონის პირისპირ, რიონის ჩდილოთ, მთის კალთასა შინა, მაღლა, არს დაბა ძეგლევი. აქა ეკლესიასა შინა არს ზეთი ჭიქითა და მდუღარებს მარადის და, რაოდენ იღებენ, არ აკლს ჭიქასა მას“ (ქც 4: 767,20,21, 768,1,2).
მდებარეობს ონის მუნიც-ში, თანამედროვე სოფ. ძეგლევის ტერიტორიაზე.
ძეგლევი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
ძეგლევში დგას წმინდა გიორგის ხის ეკლესია, რომელიც აშენებულია ქვიტკირის მცირე ეკლესიის საძირკველზე (ბოჭორიძე 1994: 251). იოჰან გიულდენშტედტი სოფელთან მიუთითებს ცხელი წყაროების არსებობაზე (გიულდენშტედტი 1962: 107).
ძეგლევის სახელით ცნობილი ერთი სოფელი მდებარეობს ახალგორის მუნიც-ში, ახალგორიდან 5 კმ-ის დაშორებით.
ახალგორის სოფ. ძეგლევი მოიხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 36), 1781 წ. ქსნის ხეობის აღწერის დავთრები (საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 223), 1801 წ. მოხსენება წილკნის არქიეპისკოპოს იოანესი ანტონ კათოლიკოსისადმი (აქტები ... 1866: 534), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 51, 275). ძეგლევში შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების საქორის ციხე. იოჰან გიულდენშტედტი მას იხსენიებდა როგორც განადგურებული სოფლის ნაშთს (გიულდენშტედტი 1962: 51). ახალგორის სოფ. ძეგლევი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |