ცა ცი ცუ ცხ
ციხ

ციხის-ჯუარი

ციხეჯუარი (ქც 4: 147,2; 715,11).

ისხენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 147,2; 218,27; 381,5; 715,11; 813,2), მატიანე ქართლისა (ქც 1: 300,9; 305,3), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 51,3), ჟამათააღმწერელი (ქც 2: 242,6,9), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 500,12; 501,1), XVI, XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 387; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 251; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 100), მეფე არჩილის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“ (არჩილი 1989: 488, 489), იოსებ ტფილელის „დიდმოურავიანი“ (ტფილელი 1989: 634), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 45), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 328).

მდებარეობს ბორჯომის მუნიც-ში, თორის ქვაბულში, მდ. შავწყალას მარჯვენა ნაპირზე.

მეფე ბაგრატი IV-მ (1027-1072) ლიპარიტის შეპყრობისათვის სულა კალმახელს უბოძა ციხისჯვარი (ქც 1: 305,3,4). 1259 წ. მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებულმა ულუ-დავითმა (1247-1270) მხედართმთავრად დანიშნა სარგის ჯაყელი (ქც 2: 240,10). მონღოლები არღუნის მეთაურობით ციხისჯვარს მოადგნენ, მაგრამ ვერ აიღეს და უკუიქცნენ (ქც 2: 242,5-10). 1191 წ. თამარის ქმარყოფილი გიორგი რუსის მომხრე აჯანყებულ ქართველთა ერთი ნაწილი ციხისჯვარს გადავიდა და ოძრხე გადაწვა (ქც 2: 51,3). 1546 წ. იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ (1510-1565) აწყურის ღვთისმშობლის ხატი ციხისჯვარს წაასვენა (ქც 2: 500,12). თურქების მიერ სამცხის დაპყრობის შემდეგ ციხისჯვარი შედიოდა პეტრეს ლივაში. იქ 10 კომლს უცხოვრია და შეწერილი ჰქონიათ 5000 ახჩა (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 328). 1861 წ. რუსეთის მთავრობამ სოფ. ციხისჯვარში ტრაპიზონის ვილაიეთიდან გადმოსული ბერძნები დაასახლა.

ციხისჯვარი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ციხისჯვრის ციხე მდებარეობს მდ. შავწყალას მარჯვენა ნაპირის კლდოვან ბორცვზე. ამჟამად ნანგრევებია შემორჩენილი. ციხის გალავანში ყოფილა ეკლესიაც, რომელიც აქ ჩამოსახლებულ ბერძნებს ახალი ტაძრის ასაგებ მასალად გამოუყენებიათ. ბერძნების მიერ ციხისჯვრის ეკლესიის ნანგრევზე აშენებული ახალი ეკლესიის კარის მარცხენა მხარეს, ქვემოთ, ჩატანებულია ხუცურწარწერიანი ორნამენტირებული ქვა. წარწერიდან მხოლოდ ბოლო სტრიქონებია შემორჩენილი (მაკალათია 1957: 36).

 
ბიბლიოგრაფია: არჩილი 1989: 488, 489; ბაგრატიონი 1986: 45; ბერძენიშვილი 1987: 238; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 328; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 100; მაკალათაა 1957: 34-37; მასალები საქ. ისტ. გეოგრ. 1964: 251; ტფილელი 1989: 634; ქრონიკები 1897: 387; ქც 1: 300,9; 305,3; ქც 2: 51,3; 242,6,9; 500,12; 501,1; ქც 4: 147,2; 218,27; 381,5; 715,11; 813,2.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9