![]() |
![]() | |
(ქც 4: 423,27; 514,14), იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 423,27; 514,14), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 390,9), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 46), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 21, 37), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 73), XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 176; 1972: 79; 1974: 56, 119, 120, 416; 1977: 84, 607; 1981: 249, 781; 1985: 178; ქრონიკები 1897: 195, 428, 491; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 257; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 164, 165; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 143, 167; მასალანი საქ. სტატ. 1907: 5, 36; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 141).
მდებარეობს გარდაბნის მუნიც-ში, სოლოლაკის ხევის მარცხენა მხარეს, თანამედროვე სოფ. წავკისის ტერიტორიაზე (ლორთქიფანიძე 1935: 93).
წყაროებში პირველად XIV ს-ში იხსენიება. XV ს-ის 70-იან წლებში შედიოდა ქვემო ქართლის მეწინავე სადროშოში. წავკისი შეწირული ყოფილა ჯერ მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრისათვის, შემდეგ მცხეთისათვის (ქრონიკები 1897: 195, 428, 491; ბერძენიშვილი 1979: 94).
წავკისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
წავკისში შემორჩენილია რამდენიმე ეკლესია. XVI-XVII სს-ის ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვითა და აგურით. XVIII ს-ით თარიღდება „კვირაცხოვლის ნიში“ (ბარნაველი 1959: 16).
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |