ბა ბე ბი ბო ბრ
ბაგ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბარ ბახ

ბაილეთი


(ქც 4: 790,21). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოს საქართველოსა“ (ქც 4: 790,21), XVII-XVIII სს-ის ქართული ისტორიული საბუთები (ისტ. დოკ. 1958: 137-140, 144; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 481; 1977: 725; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 36), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 313).

მდებარეობს ოზურგეთის მუნიც-ში, მდ. სუფსის მარცხენა ნაპირზე, ნასაკირალის სერის ჩრდილოეთ კალთაზე, თანამედროვე სოფ. ბაილეთთან.

პირველად იხსენიება XVII ს-ში. XVII-XVIII სს-ში ბაილეთი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის მფლობელობაშია (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 36). XVIII ს-ში ბაილეთი გურიელების ერთ-ერთი რეზიდენციაა. მცირეწლოვან მამია V გურიელის დროს დიდგვაროვნებმა გურიის სხვა ციხეებთან ერთად, ბაილეთიც დაისაკუთრეს. 1792 წ. მამია გურიელის მეურვე ქაიხოსრომ ბაილეთის ციხე გამოიხსნა (ჩხატარაიშვილი 1985: 16).

ბაილეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

აქ შემორჩენილია XIV ს-ის ციხის ნანგრევები და გუმბათიანი ეკლესია, სამწახნაგოვანი აფსიდით. ეკლესია ნაგებია აგურითა და ფლეთილი ქვით. XIV ს-ში ეკლესიისათვის თლილი ქვის გუმბათი დაუდგამთ. ნაგებობის დასავლეთ და სამხრეთ კედლებზე მოხატულ ისტორიულ პირთა ქვეშ წარწერებია: „ლეონ ბატონიშვილის ძე გიორგი ჩყვზ (1827) წელსა“ და „თანამეცხედრე მისი ანჩაბაძის ასული ელისაბედი“ (ბაქრაძე 1987: 226). ეკლესიის აშენების თარიღად 1609 წელი ითვლება (თაყაიშვილი 1895: 26). ეკლესიაში აღმოჩნდა წარწერიანი ხატები და ნივთები. წარწერები ასომთავრულია და შინაარსით ძირითადად რელიგიური ხასიათისაა. წმინდა თევდორეს ვერცხლის ხატზე მოხსენიებულნი არიან „გურიელი და დედოფალი ელენე“, რომლებიც XV ს-ში ცხოვრობდნენ (ბაქრაძე 1987: 224, 226-228); ვერცხლის ჯამზე ხუცური წარწერაა: „... ამისი დეკანოზისა დავით ქარჩილაძესა და ძესა მისსა გაბრილს“, დავით ქარჩილაძე ცხოვრობდა გიორგი გურიელის დროს XV ს-ში (თაყიაშვილი 1907: 30, 31).
 
ბიბლიოგრაფია: ბაქრაძე 1987: 224-228; გიულდენშტედტი 1962: 313; ზაქარიაძე 1977; თაყაიშვილი 1895: 26; 1907: 30, 31; 1907ბ: 85, 86; ისტ. დოკ. 1958: 137-140, 144; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 36; ქც 4: 790,21; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 481; 1977: 725; ღლონტი 1973: 57; ჩხატარაიშვილი 1973: 740-753; 1985.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9