წა წე წვ წი წნ წო წრ წუ წყ
წავ წალ წაღ

წალკა

ეკლესია (ქც 4: 319,23, სქ. 1).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 319,23, სქ. 1), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 70, 77), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 49), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 200, 214, 215, 219, 220), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 29, 37, 113), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 128,23), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 257; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 103; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 929; მასალანი საქ. სტატ. 1907: 48), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 26, 282, 288, 597), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 239).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: „ქციის კიდეზე არს ეკლესია გუმბათიანი, წალკას“ (ქც 4: 319,23, სქ. 1).

მდებარეობს თრიალეთში, მდ. ხრამის მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. გუნია-ყალას ჩრდილოეთ ნაწილში (ლორთქიფანიძე 1935: 103, 371; ხარაძე 1972: 70; ჩიქოვანი 1976: 34). XX ს-ის 20-იან წლებში სახელი „წალკა“ დაერქვა ხრამის ხეობაში მდებარე ეძანს. „ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული წალკა ამჟამად წყალსაცავის ტერიტორიაზეა.

XX ს-ის 30-იან წლებში ძველი წალკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაითხარა რამდენიმე ყორღანი (I-XI); მათ შორის აღსანიშნავია V ყორღანი, რომელიც თარიღდება შუაბრინჯაოს ხანით. ყორღანის დიამეტრი დაახლოებით 60 მ-ია, მაქსიმალური სიმაღლე 1,5 მ. სამარხ კამერაში აღმოჩნდა ძირითადად შავპრიალა ზედაპირიანი კერამიკა, ობსიდიანის ისრისპირი, სპილენძის ქვაბი, ვერცხლის თასი, სარდიონისა და ე.წ. პასტის მძივები, ოქროს სამკაულების ფრაგმენტები (კუფტინი 1941; ჟორჟიკაშვილი, გოგაძე 1974).

 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 70, 77; ბაგრატიონი 1986: 49; ბაგრატიონი დავით 1941: 29, 37, 113; ბერძენიშვილი 1979: 57, 58, 121, 130; 1966: 67, 69, 70; გიულდენშტედტი 1962: 239; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 26, 282, 288, 597; დადიანი 1962: 128; ლორთქიფანიძე 1935: 103, 371; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 267; მასალანი საქ. სტატ. 1907: 48; ორბელიანი 1981: 200, 214, 215, 219, 220; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 103; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 929; ქც 4: 319,23, სქ. 1; ჩიქოვანი 1976: 34; ხარაძე 1972: 70.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9