![]() |
![]() | |
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 758,4), XVIII ს-ის ქართული ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 258; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 263, 378), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 299, 303).
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: „ძირულას ჩდილოთ და შორაპნის აღმოსავლით, არს წევას ეკლესია წმიდისა გიორგისა, სასწაულთ-მომქმედი“ (ქც 4: 758,3-5).
მდებარეობს ზესტაფონის მუნიც-ში, მდ. ძირულას მარჯვენა მხარეს, სოფ. ზედა წევასა და ქვედა წევას ტერიტორიაზე (ცქიტიშვილი 1964: 72).
XV ს-ში სოფელს მაჭავარიან-სიქდურიშვილები ფლობდნენ (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1964:258).
წევა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
წევაში შემორჩენილია წმინდა გიორგის დარბაზული (14,9X10,65 მ) ეკლესია. ნაგებია თლილი ქვით. შემორჩენილია ასომთავრული წარწერისა და მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესია განახლებულია 1863 წელს.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |