წა წე წვ წი წნ წო წრ წუ წყ
წედ წევ წეს წეფ

წეფთის ციხე

(ქც 4: 139,13; 144,8). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 139,13; 144,8), მატიანე ქართლისა (ქც 1: 277,8; 292,7), სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ (ქც 1: 385,34), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 127).

ლოკალიზდება ისტორიულ შავშეთში. მდებარეობს შავშეთის წყლისა და შავშურის შესართავიდან დასავლეთით (საქ. ისტ. რუკა 1923). ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში.

988 წ. დავით III კურაპალატთან დამარცხებული ბაგრატ III-ის (975-1014) მამა გურგენი შეეხიზნა წეფთის ციხეს (ქც 1: 277,8; ქც 4: 139,13). 1028 წ. ბიზანტიის კეისარმა კონსტანტინე VIII-მ დიდძალი ლაშქარი გამოგზავნა საქართველოს წინააღმდეგ ნიკიტა პარკიმანოსის ხელმძღვანელობით. ქართველმა აზნაურებმა უღალატეს მეფე ბაგრატ IV-ს (1027-1072) და მტერს გადასცეს წეფთის ციხე (ქც 1: 292,7, 385,34). მატიანე ქართლისა ციხეს ერთ ადგილას „წერეფთის ციხის“ სახელით მოიხსენიებს (ქც 1: 292,7). წეფთის ციხესთან გაივლიდა შავშეთის წყლის ხეობაში მიმავალი გზა, ამდენად მას სტრატეგიული ადგილი ეჭირა (ბერძენიშვილი1966: 92).

წეფთის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1966: 92, 95, 107; დადიანი 1962: 127; საქ. ისტ. რუკა 1923; ქც 1: 277,8, 292,7, 385,34; ქც 4: 139,13, 144,8; ჯავახიშვილი 1983: 64, 127, 138.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9