![]() |
![]() | |
(ქც 4: 374,14,16). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 374,14,16), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 138; ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 444, 511), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 42).
მდებარეობს ქარელის მუნიც-ში, ქარელიდან 7 კმ დაშორებით, მდ. აღმოსავლეთის ფრონის მარჯვენა ნაპირზე.
წვერი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
წვერთან, კვერნაქის სერზე ყორღანია. ამ ადგილს სისხლის ჯვარს უწოდებენ. ბორცვს შემოვლებული აქვს რიყის მოზრდილი ქვებით ნაგები წრიული ზღუდე. მდინარის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შემაღლებულ ადგილზე შუა საუკუნეების ნასახლარია, სადაც ზედაპირულად იკრიფება თიხის ჭურჭლისა და კრამიტის ნატეხები. თხემის თავზე წვერის სამების ეკლესიის ნანგრევებია. ეკლესია გალავნით ყოფილა შემოზღუდული (სძა 1990: 411).
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |