წა წე წვ წი წნ წო წრ წუ წყ
წილ წინ წირ წიფ წიწ

წინარეხი

(ქც 4: 341,2,3). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 341,2,3), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 30), XI, XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 195, 450; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 184; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 11, 13, 21; 1955: 353; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 260; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 10; 1970: 177, 217, 783; 1972: 252, 348, 441; 1974: 368; 1985: 875), „დასტურლამალი“ (ქართ. სამ. ძეგ. 1965: 278).

მდებარეობს კასპის მუნიც-ში, თანამედროვე სოფ. წინარეხის ადგილზე.

წინარეხი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

წინარეხში შემორჩენილია რამდენიმე ეკლესია, ციხე და კოშკი: წმინდა თევდორეს დარბაზული (6,75X4,3მ) ეკლესია დგას სოფლის ჩრდილოეთით. ნაგებია ქვისა და აგურის შერეული წყობით. აფსიდა ნახევარწრიულია. აქვს შესასვლელი სამხრეთიდან და 2 სარკმელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებზე. თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით (მგალობლიშვილი 1990:219).

ელიას დარბაზული ეკლესია (7X5 მ) დგას სოფლის სამხრეთ-დასავლეთით 2 კმ მანძილზე. ნაგებია კლდის ფლეთილი ქვით. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან. თარიღდება X-XI სს-ით (მარჯანიძე 1990: 212).

მაღლაანთ ეკლესია, ბეთლემის ღვთისმშობელი, დარბაზულია (12,2X10,6 მ). დგას სოფლის სამხრეთით 2,5 კმ-ის დაშორებით. ნაგებია ქვათლილებით. აფსიდა ნახევარწრიულია. შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. სამხრეთ-დასავლეთით მიშენებული აქვს ეგვტერი. შემორჩენილია 2 სხვადასხვა პერიოდის რელიგიური შინაარსის მოხატულობის ფრაგმენტები და ნიკოლოზ მაღალაძის დედის, ელენეს გამოსახულება. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე ორი მხედრული წარწერაა. მათგან ერთი სამშენებლო ხასიათისაა: „ქ. მე მონამან [ღთ] სამან ნიკოლაოზ ქადაგმან მაღალაძემ ვიწყე შენებად მეოხედ წმიდისა ამის ტაძრისა ყოვლად წმიდისა დიდებულისა დედის ჩემის ელენეს შესანდობლად და მამის ჩემის მოსახსენებლად ქორონიკონსა ტნიე ივლისსა ვ.“ მეორე წარწერა პირველის ქვემოთაა: „დამბადებელო შეიწყალე ნიკოლოზ მაღალაძის დედა ელენე და მამა პაპუა, ქორონიკონი ტნიზ“ (1679 წ.) (ბერიძე 1947: 199; მაკალათია 1960: 23, 24). კანკელზე XVII ს-ის ბერძნული წარწერებია, რომელთაგან ერთში მოხსენიებულია ნიკოლოზ მაღალაძის დედა ელენე (მელიქსეთ-ბეგი 1925: 137; ყაუხჩიშვილი 1951: 202, 203). ეკლესია თარიღდება XII-XIII სს-ით (ბერიძე 1959: 212).

ეკლესიის სამხრეთით მდგარი სამსართულიანი სამრეკლო გეგმაში კვადრატულია (5X5 მ). ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. სამხრეთ ფასადზე არსებული წარწერის მიხედვით, სამრეკლო აგებულია 1716 წ. რევაზ სახლთუხუცესის შვილის, სოლომონ მაღალაძის მიერ. კომპლექსი შემოსაზღვრულია გალავნით, რომელში შესასვლელიც სამრეკლოს პირველი სართულია. გალავნის შიგნით ორსართულიანი მეორე სამრეკლოცაა (3,72X3,7 მ). შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. ინტერიერში შემორჩენილია რელიგიური შინაარსის მოხატულობის ფრაგმენტები, შესასვლელის თავზე კი მაღალაძეთა დაზიანებული პორტრეტებია. სამრეკლო თარიღდება XVI-XVII სს-ით (დევდარიანი, ჭეიშვილი 1990: 216, 217).

პაპუა მაღალაძის კოშკი დგას „მაღლაანთ ეკლესიის“ კომპლექსის ტერიტორიაზე. კოშკი ოთხსართულიანია (სიმაღლე 13 მ), გეგმაში კვადრატული (6X6 მ). ნაგებია ფლეთილი ქვითა და აგურით. შესასვლელი აქვს ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს. ყველა სართულზე გაკეთებულია სათოფურები, ხოლო I, II და IV სართულებზე ბუხრებია. კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფასადზე სამშენებლო წარწერაა, რომლის მიხედვით, კოშკი 1679 წ. აუგია მამა-შვილ პაპუა და ნიკოლოზ მაღალაძეებს (ბერიძე 1947: 197).

ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (8,42X5,5 მ) დგას სოფლის ცენტრში. აფსიდა ნახევარწრიულია. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან. აღმოსავლეთის ფასადზე ასომთავრული წარწერაა: „სახელითა ღმრთისაითა და მეოხებითა წმიდისაი სიონისა ღმრთისმშობელისაითა, ღირს ვიქმენ მე ცოდვილი ტფილელ მთავარეპისკოპოზი ბარნაბა ფავლენიშვილი აღშენებად წმიდისა ამის ეკლესიისა სალოცველად და სადიდებლად მეფეთ მეფისა სვიმეონისთვის და სალხინებლად ცოდვილისა სულისა ჩემისათვის ქორონიკონს სოვ დასაბამითგან კობ“ (1588 წ.) (ბერიძე 1943: 606). სამხრეთის კედლის წარწერა ძნელად იკითხება. ეკლესიაში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესიის დასავლეთ კედელზე მიდგმულია კოშკი. ორივე ნაგებობა საერთო ორფერდა სახურავითაა გადახურული. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას სამრეკლო. ეკლესიას შემოვლებული ჰქონია გალავანი, რომლის მხოლოდ სამხრეთი ნაწილია შემორჩენილი. თარიღდება XVI ს-ით (დვალი 1990: 218, 219).

 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 30; ბარნაველი 1959: 74; ბაქრაძე 1875: 149; ბერიძე 1943: 605-612; 1947: 195-217; 1959: 205-219; ბერძენიშვილი 1966: 50; ბოჭოიძე 1936: 56; გვასალია 1983: 21; დევდარიანი 1978: 90-96; დევდარიანი, ჭეიშვილი 1990: 216-218; დვალი 1990: 212, 213; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 184; იოსელიანი 1848: 118-121; კანდელაკი 1898: 89-91; მაკალათია 1960: 19-23; მარჯანიძე 1990: 212; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 11, 13, 21; 1955: 353; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 260; მგალობლიშვილი 1990: 212, 219; მელიქსეთ-ბეგი 1925: 129-145; სტრელეცკი 1917: 133; ქრონიკები 1897: 195, 450; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 10, 278; 1970: 177, 217, 783; ქც 4: 341,2,3; ყაუხჩიშვილი 1951: 200-208; ხარაძე 1992: 44.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9