![]() |
![]() | |
(ქც 4: 663,1). წინუბანი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 663,1), XIII-XV სს-ის ისტორიული საბუთები (სამხ. საქ. ისტ. 1982: 42; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 260), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 113, 137), ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი (ჩილდირის ... 1979: 175).
მდებარეობს ახალციხის მუნიც-ში, წინუბნის წყლის ხეობაში, ბორჯომ-ახალციხის გზატკეცილიდან დაახ. 3 კმ-ის დაშორებით, სოფ. წინუბნის ტერიტორიაზე.
XVI-XVII სს-ში შედიოდა ახალციხის ლივას აწყურის ნაჰიეში. ცნობილია სამკურნალო მინერალური წყლებით (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 137; ჩილდირის ... 1979: 175; ბოჭორიძე 1992: 38).
წინუბანში შემორჩენილია საბაჟო შენობის კედელი და დაზიანებული კოშკი, რომლის ტერიტორიაზე ნაპოვნია 2 სხვადასხვა ზომის (43X23X5სმ; 45X23სმ) ქვა მლოცველთა სულის მოსახსენიებელი ასომთავრული წარწერით (ბოჭორიძე 1992: 44, 45).
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |