ბა ბე ბი ბო ბრ
ბაგ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბარ ბახ

ბაკურიანი, ბაკულიანი


(ქც 4: 318,19; 672,6). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 318,19; 333,23; 364,17; 380,29; 381,7; 672,6), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986:46), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 490, 493, 494).

მდებარეობს ბორჯომის მუნიც-ში, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე.

შუა საუკუნეებში თორის შემადგენლობაშია. თურქების მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ ის პეტრეს ლივას ქაშვეთის ნაჰიეში შედიოდა (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 494).

1926 წ. ბაკურიან-თორის ექსპედიციამ (ხელმძღ. ლ. მელიქსეთ-ბეგი) ბაკურიანში შეისწავლა ციკლოპური ნაგებობა (მელიქსეთ-ბეგი 1928: 10, 16). 1968 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მესხეთ-ჯავახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ოთ. ღამბაშიძე) დაზვევრითი სამუშაოები ჩაატარა ბაკურიანში (ღამბაშიძე 1969: 19). 1985-1986 წწ. იმავე ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მესხეთ-ჯავახეთის ექსპედიცია (ხელმძღ. ოთ. ღამბაშიძე) დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებდა ბაკურიანის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე (ღამბაშიძე ... 1991: 33).

ციკლოპური ნაგებობა მდებარეობს ბაკურიანის ბოტანიკური ბაღის მიდამოებში. შემორჩენილია კედლის ფრაგმენტები. გეგმაში ის ოთხკუთხაა. ლ. მელიქსეთ-ბეგმა ის დაახ. ძვ. წ. IX ს-ით დაათარიღა (მელიქსეთ-ბეგი 1938: 63, 64). არქეოლოგიურმა დაზვერვებმა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე გამოავლინა ნამოსახლარი გორა, რომელზეც აიკრიფა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, მინისა და სარდიონის მძივები, ბრინჯაოს საკინძი. მასალა თარიღდება ძვ. წ. VIII-VI სს-ით (ღამბაშიძე ... 1991: 33). ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

აქ შემორჩენილია რამდენიმე ეკლესია: ბაკურიანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 4 კმ დაშორებით დგას წმინდა ელიასა და წმინდა გიორგის XIX ს-ის დარბაზული ტიპის ეკლესიები (ხუჯაძე 1969: 101).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 46; ბერძენიშვილი 1985: 7-10, 12, 27, 35, 36, 54, 55, 63; ბერძენიშვილი 1966: 97; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 490, 493, 494; მაკალათია 1957ა: 61; მელიქსეთ-ბეგი 1928: 10, 16; 1938: 63, 64; ქც 4: 318,19; 333,23; 364,17; 380,29; 381,7; 672,6; ღამბაშიძე 1969: 19; ღამბაშიძე ... 1991: 27-34; ხუჯაძე 1969: 101.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9