![]() |
![]() | |
(ქც 4: 377,27). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 377,27), XVI, XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (საქ. სიძ. 1910: 128; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 261; ისტ. დოკ. 1958: 48; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 27; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 356; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 63), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 8, 42), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 44), ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები (ქართულ-სპარსული ... 1955: 443), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიუდლენშტედტი 1962: 175, 309).
მდებარეობს ხარაგაულის მუნიც-ში, ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდ. ჩხერიმელას ხეობაში.
წიფა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
1912 წ. წიფასთან შემთხვევით აღმოჩნდა ანტიკური ხანის ბრინჯაოს ბალთა, რომლის ჩარჩო (10,8X8,2სმ) შედგება სპირალური ორნამენტისაგან. კუთხეებში მოთავსებულია საშუალო სიმაღლის კოპები. ბალთაზე გამოსახულია ფანტასტიკური ირემი, ძაღლები, მგელი. ნივთი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ.ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი) (ხიდაშელი 1972: 96).
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |