![]() |
![]() | |
(ქც 4: 365,22). იხსენიება შემდეგ წერილობით წყარეობში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 365,22), XIV-XVI სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 197, 279, 373; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 264; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 179, 203), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 39), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 99).
მდებარეობს ახალგორის მუნიც-ში, მდ. რეხულას შესართავ წოლდის ხევში, ცხვილოსის მთის ჩრდილოეთით (ქც 4: 365,20-22).
გვიან შუა საუკუნეებში წოლდი შედიოდა საამილახვროში (ბაგრატიონი 1986: 39). იოჰან გიულდენშტედტი წოლდს წოლდევად იხსენიებდა (გიულდენშტედტი 1962: 99).
წოლდი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |