წა წე წვ წი წნ წო წრ წუ წყ
წყა წყდ წყნ

წყაროსთავი

(ქც 1: 205,18; ქც 4: 669,26; 671,23,25; 672,1). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 205,18), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 669,26; 671,23,25; 672,1), გიორგი მერჩულეს „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“ (ცხოვრებაი გრიგოლ ხანძთელისაი 1946: 121), „ცხოვრება პროხორისი“ (ცხოვრებაი პროხორისი 1946: 151), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 281), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 217).

ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: ფოსოს „წყალზედ არს (კარწახის) ტბის მჭვრეტი, წყაროსთავს, ეკლესია ფრიად დიდ-შუენიერი, გუმბათიანი, რომელ აღაშენა მირდატ გორგასლის ძემან. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი მტკურის აღმოსავლეთისა არტანითურთ, ვიდრე ყარსის მთამდე და ხავეთამდე“ (ქც 4: 669,24-26). იოჰან გიულდენშტედტის ცნობით, არდაჰანს „ეკუთვნის კარგად დასახლებული პუნქტი წყაროსთავი“ (გიულდენშტედტი 1962: 217).

ლოკალიზდება ისტორიულ ჯავახეთში. მდებარეობს კარწახის ტბის მახლობლად, მისგან ჩრდილო-დასავლეთით. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებში.

წყაროსთავის VI ს-ის ბაზილიკა X ს-ის შუა ხანებსა თუ მეორე ნახევარში გუმბათიან ტაძრად გადაუკეთებიათ. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილ წარწერაში მოხსენიებულია ეპისკოპოსები გიორგი და იოანე სამთავნელები. XX ს-ის 80-იან წლებში ეკლესია მთლიანად დაინგრა (თაყაიშვილი 1909: 45-51; ჩუბინაშვილი 1936: 34; ბერიძე 1981: 183-185).

წყაროსთავი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

 
ბიბლიოგრაფია: ბაქრაძე 1875: 149; ბერიძე 1981: 183-185; ბერძენიშვილი 1981: 120; გიულდენშტედტი 1962: 217; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 281; თაყაიშვილი 1909: 45-51; ქც 1: 205,18; ქც 4: 669,26; 671,23,25; 672,1; ჩუბინაშვილი 1936: 34; ცხოვრებაი გრიგოლ ხანძთელისაი 1946: 121; ცხოვრებაი პროხორისი 1946: 151.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9