წა წე წვ წი წნ წო წრ წუ წყ
წყა წყდ წყნ

წყდულეთი

(ქც 4: 329,13), წყლულეთი, წყრულეთი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 329,13), XVII-XVIII სს-ის საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 264; მასალანი საქ. სტატ. 1907: 87).

ვახუშტი ბაგრატიონი წყდულეთის შესახებ გადმოგვცემს: „კოჟრის ჩდილოთ კერძ არს სკვირეთის მდინარე, აწ წოდებული ვერე ... ვანათს ქვეით არს ციხე წვერისა, სამხრით, აქავ არს ხევი გელიყარისა; მას ქუეით, წყდულეთს, ერთვის ვერეს ხევი, და ამ ხევის თავს, მთაში, ჩდილოთკენ, არს ციხე ლასტისა“ (ქც 4: 329,13).

მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიც-ში, თანამედროვე სოფლების, ვანეთისა და ღვევის აღმოსავლეთით, მდ. ვერეს მარცხენა ნაპირზე (ლორთქიფანიძე 1935: 374; ხარაძე 1991: 109).

წყაროებში იხსენიება XVII ს-დან. იგი ყაფლან ორბელიანს ეკუთვნოდა. 1721 წ. „მეწინავე სადროშოს“ აღწერის მიხედვით, სოფელში ითვლებოდა 2 მებატონე – გიორგი და სვიმონ რევიშვილები, 6 გამომღები და 1 ბოგანო ყმა (მასალანი საქ. სტატ. 1907: 87; ლორთქიფანიძე 1935: 374; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 264). წყდულეთი დღეს ნასოფლარია.

წყდულეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ნასოფლარზე შემორჩენილია XII-XIII სს-ის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები (ხარაძე 1991: 109).

 
ბიბლიოგრაფია: ლორთქიფანიძე 1935: 374; მასალანი საქ. სტატ. 1907: 87; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 264; ქც 4: 329,13; ხარაძე 1991: 109.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9