წა წე წვ წი წნ წო წრ წუ წყ
წყა წყდ წყნ

წყნეთი

(ქც 4: 338,27). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 333,19; 338,27), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 683), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (სიმონ მეფის არზა ... 1980: 161; საქ. სიძ. 1909: 209, 304; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 264, 265; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 142; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 316; 1972: 128, 382; 1977: 613; ქრონიკები 1967: 185), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 67), იესე ოსეს ძის „თავგადასავალი“ (თავგადასავალი ... 1913: 77, 87, 112), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 54).

მდებარეობს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდ. ვერეს ხეობაში, თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით 8 კმ-ის დაშორებით.

წყნეთიდან ცნობილია შემთხვევითი აღმოჩენები, კერძოდ, გვიანბრინჯაოს ხანის კერამიკა, რომელიც ინახება წყნეთის საჯარო სკოლაში. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) ინახება წყნეთში შემთხვევით აღმოჩენილი ბრინჯაოს ნივთები: თავებგადასული სამაჯური; საკინძი, კუბური თავითა და მრგვალი ნახვრეტით. შემკულია სამი წიბოთი; კონუსურთავიანი საკინძი. თავს ქვემოთ ღეროს შემოუყვება 2 წყვილი წიბო; სამაჯური, რომლის გახსნილი ბოლოები წარმოადგენს გველის თავის სტილიზებულ გამოსახულებას. ღერო შემკულია ამოკაწრული ხაზებით, ჭდეებითა და ურთიერთგადამკვეთი მოკლე ხაზებით, რგოლი, 2 ცალი გახსნილი რგოლი, მცირედ ჩაჩხვლეტილი თავებით (არქ. მას. კატ. 1955: 72, 73). ნივთები თარიღდება ძვ. წ. IV-III სს-ით.

1967 წ. წყნეთში, ადგილ შოლტებში, მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩნდა აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი 3 ქვის სამარხი. მათში უკანასკნელი მიცვალებული ესვენა ქრისტიანული წესით. ადრე დაკრძალულთა ძვლები გვერდზე იყო მიხვეტილი. სამარხეული ინვენტარიდან ყველაზე მრავლად წარმოდგენილია ბრინჯაოსა და რკინის მთლიანადსხმული და სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული საკინძები, რომელთა თავები შემკულია ოთხკუთხა მოყვანილობის დაფანჯრული შენობით, ხელის მტევნის გამოსახულებით, აგრეთვე მინის, სარდიონისა და მარჯნის სხვადასხვა ფორმის მძივებით. №1 სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს 2 მშვილდსაკინძი. სამარხეული ინვენტარი თარიღდება VI-VIII სს-ით. მასალა ინახება არქეოლოგიური ცენტრის დუშეთის ბაზაში (ჯორბენაძე 1998: 40-43).

1936 წ. წყნეთში მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩნდა მონეტების განძი, რომლიდანაც 133 მონეტა შეიძინა ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმმა. მონეტები ეკუთვნის დემეტრე I-ს, გიორგი III-ს, თამარს, გიორგი IV-ს. 8 მონეტა არ ისაზღვრება (ჯალაღანია 1979: 98). 1964 წ. წყნეთში აღმოჩნდა ერცჰერცოგ ფერდინანდის უთარიღო ტალერი (ქებულაძე 1971: 93).

 
ბიბლიოგრაფია: არქ. მას. კატ. 1955: 72, 73; ბაგრატიონი 1986: 54; თავგადასავალი ... 1913: 77, 87, 112; მასალანი საქ. სტატ. 1907: 308, 335, 336; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 141; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 264, 265; ორბელიანი 1981: 67; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 142; საქ. სიძ. 1909: 209, 304; სიმონ მეფის არზა ... 1980: 161ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 316; 1970ა: 683; 1972: 128, 382; 1977: 613; ქებულაძე 1971: 93; ქრონიკები 1967: 185; ; ქც 4: 333,19; 338,27; შმერლინგი, დოლიძე, ბარნაველი 1960: 82, 83; ხარაძე 1991: 110; ჯორბენაძე 1998: 40-43; ჯალაღანია 1979: 98.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9