(ქც 4: 387,30). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 387,30), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 344,8; 484,14), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 713), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (საქ. სიძ. 1920: 84, 123, 357, 416; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 52, 343; მასალანი საქ. სტატ. 1907: 121, 126, 382; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 266; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 21).
მდებარეობს მარნეულის მუნიც-ში, მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს, მარნეულის ჩრდილოეთით ებმის რაიონულ ცენტრს.
1488 წ. ქართველებმა დაამარცხეს ჭანდართან მდგომი თათრები (ქც 4: 387,30). ჭანდარს ამჟამად ჯანდარის სახელით მოიხსენიებენ.
ჯანდარი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
1979 წ. ჯანდარში შემთხვევით აღმოჩნდა 10 ვერცხლის მონეტა. 3 მოჭრილია თბილისში ოლჯაითუ სულთანის სახელზე. მათგან 2 მოჭრილია 1311/12 და 1314/15 წლებში. 7 დირჰემი აბუ-საიდ ილხანს ეკუთვნოდა. აქედან 2 მონეტა თბილისშია მოჭრილი 1326/27 წელს. ორზე ზარაფხანის სახელი გადაშლილია. 1 მოჭრილია 1323/24 წელს სულთანიეში (ღვაბერიძე 1986: 69). მონეტები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
„ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული ჭანდრის გარდა, ამავე სახელწოდების სოფელი ცნობილია ახალგორის მუნიც-ში. მდებარეობს ახალგორიდან 18 კმ-ის დაშორებით, ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე. ჭანდარი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
to main page | Top 10 • Feedback • Login | top of page |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |