ჭა ჭე ჭვ ჭი ჭო ჭყ
ჭან ჭაპ ჭაქ

ჭანდრის უბანი

(ქც 4: 544,სქ.2) იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:544,სქ.2), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 248; 1981: 477).

მდებარეობს გურჯაანის მუნიც-ში, გურჯაანიდან 5 კმ დაშორებით, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. დღევანდელი სოფ. ჭანდრის ადგილას.

წერილობით წყაროებში ჭანდრის უბანი ზოგჯერ ჭანდრისხევად მოიხსენიება (ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 248; 1981: 477).

ჭანდარი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ჭანდრის მიდამოებიდან ცნობილია შემთხვევით აღმოჩენილი გვიანი ბრინჯაოს ხანის ე. წ. „კახური ტიპის“ სატევარი, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (გურჯაანის საცავი) (ფიცხელაური 1973: 180, 181).

 
ბიბლიოგრაფია: ფიცხელაური 1973: 180, 181; ქარ. სამართ. ძეგ. 1972: 248; 1981: 477; ქც 4: 544,სქ.2.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9