(ქც 4: 663,7, 8 ; 665,10). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 663,7, 8, 665,10), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 7).
ვახუშტი ბაგრატიონი ჭვინტის შესახებ გადმოგვცემს: წნისის „ხევის სათავეს, მთასა შინა, არს ჭვინტის დასავლეთად ჯუარის ციხე, მაგარი და დიდშენი. ჭვინტას არს მონასტერი კეთილი, შუენიერშენი და აწ უქმი“ (ქც 4: 663,7-9).
ლოკალიზდება ახალციხის მუნიც-ში.
გ. ბოჭორიძის ცნობით „ზიკილის ელიაწმინდის ეკლესია დგას სოფლის ჩრდილოეთით 1 ვერსზე ... ამის გადაღმა ტყეში არის ჭვინტის ციხე“ (ბოჭორიძე 1992: 43, 253).
ჭვინტა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
to main page | Top 10 • Feedback • Login | top of page |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |