ჭა ჭე ჭვ ჭი ჭო ჭყ
ჭია ჭიო

ჭიაური

(ქც 4: 544,6,სქ.1; 552,9; 568,3). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 544,6,სქ.1 552,9; 568,3), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (საქ. სიძ. 1910: 513; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 362, 375; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 208, 387; 1972: 479; 1977: 709; 1981: 614).

ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: ნეინის „წყალზედ არს ჭიაური და ქუაბლოვანი. ამას ზეით მიერთვის ალაზანს დასავლეთიდამ კარდანეხის წყალი“ (ქც 4:544,6-8).

ლოკალიზდება ლაგოდეხის მუნიც-ში.

ლევან კახთა მეფემ (1520-1574) მოსპო ერისთავნი და „დასხნა მოურავნი დიდთა და მცირეთა ადგილთა ... მოურავი ქისიყისა, ელისენისა, წუქეთისა, დიდოეთისა, თიანეთისა, ჭიაურისა“ (ქც 4: 568,1-3).

ჭიაური არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) ინახება ჭიაურის მიდამოებში შემთხვევით აღმოჩენილი ნივთების 2 კოლექცია, რომელთაგან ერთი (20-32, №№ 5, 6, 8-11, 47, 53, 57, 58) გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის იერის მქონე თიხის ჭურჭლებით, მეორე (1-36, №№ 186, 187) ე. წ. იალოილუთაფას კულტურის 2 სამფეხა ჯამითაა წარმოდგენილი.

 
ბიბლიოგრაფია: დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 362, 275; საქ. სიძ. 1910: 513; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 208, 387; 1972: 479; 1977: 709; 1981: 614 ; ქც 4: 544,6,სქ.1; 552,9; 568,3.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9