ჭა ჭე ჭვ ჭი ჭო ჭყ
ჭია ჭიო

ჭიორა

(ქც 4: 768,20; 770,4). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 768,20; 770,4), სვანეთის საისტორიო ძეგლები (სვანეთის საისტ. ძეგ. 1941: 31, 33), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 105, 107, 117, 125, 291).

ვახუშტი ბაგრატიონი ჭიორას შესახებ გადმოგვცემს: „გლოლის ხევის შესართავს ზეით რიონის სამხრით არს ჭიორა, დაბა მოზღუდვილი და კოშკოვანი გოდლოვანი“ (ქც 4: 768,19,20).

მდებარეობს ონის მუნიც-ში, სოფ. ღებს ქვემოთ, მისგან სამიოდე კმ-ის დაშორებით, მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე.

ჭიორა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) ინახება ჭიორას მიდამოებში შემთხვევით აღმოჩენილი ბრინჯაოს 2 კოლხური ცული (1-984:1 და 62-975). მათგან ერთის ყუაზე გამოსახულია ვერძის თავი.

 
ბიბლიოგრაფია: ბერაძე 1983: 59, 60; ბოჭორიძე 1994: 257, 258; გიულდენშტედტი 1962: 105, 107, 117, 125, 291; თაყაიშვილი 1963: 19, 20; სვანეთის საისტ. ძეგ. 1941: 31, 33; ქც 4: 768,20; 770,4.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9