ჭა ჭე ჭვ ჭი ჭო ჭყ
ჭობ ჭოე ჭოტ

ჭოტორი

(ქც 4: 412,26; 538,9; 578,25). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 412,26; 538,9; 578,25), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მესამე ტექსტი (ქც 2: 373,4; 527,13), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 56), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 416; ისტ. საბ. 1913: 31; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 73; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 268; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 371; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 341), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 66, 68), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 27, 259, 261).

მდებარეობს სიღნაღის მუნიც-ში, სიღნაღიდან 4 კმ-ის დაშორებით, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ახლანდელი სოფ. ჭოტორის ტერიტორიაზე.

1578 წ. ქართლის მეფე სიმონ I (1556-1600) და კახთა მეფე ალექსანდრე II (1574-1605) ჭოტორში შეებნენ ერთმანეთს. სიმონმა გაიმარჯვა (ქც 2: 373,4; ქც 4: 412,26; ქრონიკები 1897: 416). 1722 წ. ჭოტორი რუსთავის საეპისკოპოსოში შედიოდა (ისტ. საბ. 1913: 31; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 371). XVIII ს-ში ჭოტორი სამეფო-სახასო სოფელს წარმოადგენდა (ბაგრატიონი 1986: 66). ჭოტორის გავლით გზა გადიოდა მაღაროდან დასავლეთისკენ (გიულდენშტედტი 1962: 27).

ჭოტორში არქეოლოგიური დაზვერვები ჩატარდა 1961 წ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღ. კ.ფიცხელაური). ჭოტორში დაფიქსირდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ორმოსამარხები (ფიცხელაური 1962: 26).

 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 66, 68; გიულდენშტედტი 1962: 27, 259, 261; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 73; ისტ. საბ. 1913: 31; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 268; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 341; ფიცხელაური 1962: 25-26; ქც 2: 373,4; 527,13; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 371; ქრონიკები 1897: 416; ქც 4:412,26; 538,9; 578,25; ცხოვრება ... 1980: 56.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9