ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხად ხან ხარ ხატ ხაშ

ხადა

დაბა (ქც 4: 355,17).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 355,17), 1727 წ. საბუთი (ქრონიკები 1967: 116), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 35).

ლოკალიზდება დუშეთის მუნიც-ში. სავარაუდოდ მდებარეობს სოფ. წკერეს სამხრეთით, ბენიაანთ ვაკეზე (გვასალია ... 1983: 8). სხვა მოსაზრებით დაბა ხადა ლოკალიზდება დიდველზე (ითონიშვილი 1986: 102).

გარდა ერთი გამონაკლისისა, ვახუშტი ბაგრატიონი ხადას მოიხსენიებდა როგორც ხეობას ან თემს (ქც 4: 245,24, 246,3, 356,17, 520,4). იოანე ბაგრატიონის ნაშრომის მიხედვით ხადა სოფელია (ბაგრატიონი 1986: 35). სხვა წერილობით წყაროებში ხადა ყველგან ხეობა ან თემია. 1727 წ. საბუთის მიხედვით ხადას სასახლეს, რომელიც მლეთიდან ხუთ ვერსზე მდებარეობდა, ოსები დასხმიან თავს. მოსახლეობას მტერი დაუმარცხებია (ქრონიკები 1967: 116).

დაბა ხადა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 35; გვასალია ... 1983: 8; ითონიშვილი 1986: 102; ქრონიკები 1967: 116; ქც 4: 245,24; 246,3; 356,17; 520,4.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9