ბა ბე ბი ბო ბრ
ბაგ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბარ ბახ

ბამბაკი

ქალაქი (ქც 4:309,1).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 309,1), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 349,15), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 71), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 245).

ლოკალიზდება სომხეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში, დღევანდელი ყაზანჩის მახლობლად (ბერძენიშვილი 1979: 54). იდენტიფიცირდება ძველი წყაროების კაგნართან (მუსხელიშვილი 1977: 149, 150; ინგოროყვა 1954: 454).

1551 წ. ირანის შაჰმა თამაზმა ქაიხოსრო II ათაბაგს გადასცა ბამბაკი და ლორე (გამრეკელი, ცქიტიშვილი 1973: 153), XVIII ს-ის ბოლო ოცწლეულში ბამბაკი გიორგი ბატონიშვილის საუფლისწულო მამული იყო. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ კი რუსთა წინააღმდეგ აჯანყებული ბატონიშვილებისა და სპარსელთა სამხედრო დასაყრდენად იქცა (ბაგრატიონი 1983: 71).

ბამბაკი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 71; ბერძენიშვილი 1979: 54; გამრეკელი, ცქიტიშვილი 1973: 153; გიულდენშტედტი 1962: 245; ინგოროყვა 1954: 454; ლორთქიფანიძე 1935; 1938; მუსხელიშვილი 1977: 149, 150; ქც 2: 349,15; ქც 4: 309,1.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9