ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხად ხან ხარ ხატ ხაშ

ხატის-სოფელი

(ქც 4: 414,11,18). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 414,11,18), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 374,19,29, 529,29, 530,16), XIII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 115; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 178, 708, 622; 1972: 26; ქრონიკები 1897: 196; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 183; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 271; ქართლ-კახეთის ... 1903: 78, 81, 88), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 610), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 48, 54, 57).

ვახუშტი ბაგრატიონი ხატის-სოფლის შესახებ გადმოგვცემს: ხონთქარმა გამოაგზავნა „სპანი დიდნი ... მოადგნენ ლორეს, აღიღეს იგი. მერმე შთამოვიდნენ და დადგნენ ხატის-სოფელს“ (ქც 4: 414,10-12).

მდებარეობს დმანისის მუნიც-ში, ბოლნისის ხეობის მარჯვენა მხარესა და სარკინეთის ხევის მარცხენა მხარეს, ახლანდელ წითელსოფლის ადგილას (სინაურიძე 1975ა: 123; ხარაძე 1991: 101).

1241 წ. ქართლის კათოლიკოსმა მიქაელმა ხატისსოფელი თავისი ზვრებით გადასცა ვაჩე გუარამისძეს (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 115). 1392 წ. ხატის-სოფელი მცხეთის საკათალიკოსო სოფელია (ქრონიკები 1897: 196). 1537-1538 წწ. ბარათაშვილების გვარის გაყოფის შემდეგ ხატისსოფლის ნახევარი იოთამ ბარათაშვილს ერგო (ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 26). 1584 წ. სიმონ I (1556-1600) მოულოდნელად თავს დაესხა ხატისსოფელთან დაბანაკებულ ოსმალთა 20000-იან ჯარს. ქართველებმა წარმატებით იბრძოლეს, მაგრამ მტრის სიმრავლის გამო, მეფე იძულებული გახდა ოსმალებს გასცლოდა (ქც 4: 414,11-19). XVIII ს-ის დასაწყისში ხატის-სოფლის მოურავი იყო ოთარ მდივანი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 610).

ხატის-სოფელი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ხატის-სოფლეში 3 დარბაზული ეკლესიაა. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაზე მხედრული წარწერაა, სადაც მოხსენიებულია ისტორიული პირები: ქართლის მეფეები როსტომი (1632-1658), ვახტანგ V (შაჰნავაზი 1658-1675), დედოფალი მარიამი და ხატის-სოფლის მფლობელი თურმან თურმანიძე. წარწერის მიხედვით ეკლესია XVII ს-ის მეორე ნახევარშია აგებული (თაყაიშვილი 1929: 98, 99).

სოფლის განაპირას სასაფლაოზე თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესიის ნანგრევია. დასავლეთ კედელში ჩაშენებულია სტელის ფრაგმენტი. მასზე გამოსახულია წიწვოვანი ტოტები და ამოკვეთილია VI-VII სს-ის ასომთავრული წარწერა, რომლის მიხედვით სტელა სოფლის მამასახლისს აღუმართავს სალოცველად და სულის მოსახსენიებლად (სინაურიძე 1975ა: 123-137).

ხატის-სოფლის წმინდა გიორგის თლილი ქვით ნაგებ ეკლესიას ადგას სამრეკლო.

 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 48, 54, 57; ბერძენიშვილი 1964: 5-49; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 183; თაყაიშვილი 1929: 98, 99; ლორთქიფანიძე 1935: 376, 243; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 271; სინაურიძე 1975ა: 123-137; ქართლ-კახეთის ... 1903: 78, 81, 88; ქც 2: 374,19,29, 529,29, 530,16; ქრონიკები 1897: 196; ქც 4: 414,11,18; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 115; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 178, 622, 708; 1970ა: 610; 1972: 26; ქც 4: 414,11,18; ხარაძე 1991: 101.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9