![]() |
![]() | |
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 778,6, სქ. 3), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 190), ჟან შარდენის „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (შარდენი 1975: 154), 1704 წ. „არზა“ და „იაზილე“ რუხისა და ხეთის ციხეების დაპყრობის შესახებ (ოსმალური დოკუმენტური ... 1982: 23, 99).
ვახუშტი ბაგრატიონი ხეთის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „ხორგის წყლის ჩდილოთ, მთის ძირს, ველსა ზედა არს ხეთას ციხე და სასახლე დადიანისა“ (ქც 4: 778,6,7, სქ. 3).
მდებარეობს ხობის მუნიც-ში, კოლხეთის დაბლობზე, ურთის მთიანი ზოლიდან 1 კმ-ის დაშორებით.
ხეთა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
სოფ. ხეთაში, მთა ურთის მახლობლად შემთხვევით აღმოჩნდა განძი, რომელშიც შედიოდა კოლხური ცულის ნატეხები, ქვის დამუშავებული ნივთები და მძივები (ქორიძე 1965: 48).
ხეთის გვიანი შუა საუკენეების ციხე გეგმით ელიფსს უახლოვდება. კოშკები სწორკუთხაა. ნაგებია რიყის ქვით. ციხე ძალზე დაზიანებულია.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |