ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხეთ ხენ ხერ

ხენძორეთი

(ქც 4: 687,2; 688,6). იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 687,2; 688,6).

ვახუშტი ბაგრატიონი ხენძორეთის შესახებ გადმოგვცემს: თორთომის „ციხეს ზეით არს ხენძორეთი, დაბა დიდი და გზა აზრუმისა“ (ქც 4: 687,2). ლოკალიზდება სამხრეთ საქართველოში. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში.

არსებობდა ორი ხენძორეთი, ზემო და ქვემო (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 594).

ხენძორეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

 
ბიბლიოგრაფია: გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 594; საქ. ისტ. რუკა 1923; ქც 4: 687,2, 688,6.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9