ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხვა ხვე

ხვედურეთი

ხუედურეთი (ქც 4: 344,7,10).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 344,7,10), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 32), XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 274; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 177, 191, 264, 342, 1103; 1974: 612, 613; 1981: 569; 1985: 379, 886; სმ 1924ა: 10, 11; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 184; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 217).

ვახუშტი ბაგრატიონი ხვედურეთის შესახებ გადმოგვცემს: სკრის „ხეობის დასავლით არს ხუედურეთის ხეობა. გამოსდის საცხენისის მთას და მიერთვის სამხრიდამ მტკუარს“ (ქც 4: 344,10-12).

მდებარეობს ქარელის მუნიც-ში, ზედა და ქვედა ხვედურეთის ტერიტორიაზე.

ხვედურეთი გვიან შუა საუკუნეებში ციციშვილების ერთ-ერთი რეზიდენცია იყო.

ხვედურეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ზემო ხვედურეთის სამხრეთით, 1,5 კმ-ის დაშორებით შემორჩენილია წმინდა გიორგის გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია (8,05X4,9მ). ნაგებია ქვიშაქვის ქვებით. ფასადების, საკურთხევლის კუთხეები, კარ-სარკმლების წირთხლები და თაღები გათლილი შირიმისაა. შესასველელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდი ოდნავ შებრტყელებულია. სამხრეთით ჰქონია მინაშენი. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე XI ს-ის ორნამენტირებული ფრაგმენტია (სძა 1995: 371, 372).

ქვემო ხვედურეთში, შუა უბანში დგას ციციშვილების 1883 წ. აგებული აგურის ორსართულიანი სახლი (23,2X18,5მ), რომელსაც ჰქონია საბრძოლო კოშკი. სახლი გადაკეთებულია (სძა 1990: 403).

 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 32; ბერძენიშვილი 1966: 42, 46; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 194; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 274; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 217; სმ 1924ა: 10, 11; სძა 1990: 371, 372, 403; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 177, 191, 264, 342, 1103; 1974: 612, 613; 1981: 569; 1985: 379, 886; ქც 4: 344,7,10.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9