ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხვა ხვე

ხვანა

(ქც 4: 664,26). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 664,26; 665,2), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 8).

ვახუშტი ბაგრატიონი ხვანას შესახებ გადმოგვცემს: „ბოცოს წყალს, ხვანას ზეით, ერთვის სხუა ხევი, რომელი გამოსდის გურიისვე მთასა“ (ქც 4: 664,26,27). „ბოცოს წყალსა და ქუაბლოვანის წყალს შორის, ხვანასა და უდეს შორის არს მთა, წარსრული გურიის მთიდამ აღმოსავლეთით“ (ქც 4: 665,1-3).

მდებარეობს ადიგენის მუნიც-ში, სოფ. უდეს მახლობლად. ზოგჯერ მოიხსენიება როგორც ხონა (ჯიქია 1958: 95, 96).

ხვანა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფ. ხვანას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიკვლეულია ნაქალაქარი (ბოჭორიძე 1992: 165).

 
ბიბლიოგრაფია: ბოჭორიძე 1992: 165; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 8; 1958: 95, 96; ქც 4: 664,26; 665,2.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9