ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხიდ ხილ ხიმ ხირ

ხიმში

(ქც 4: 764,20). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 764,20), 1071-1080 წწ. „ნიკორწმიდის იადგარი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 31, 32, 263), XVI-XVII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 274), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 115, 117, 293).

ვახუშტი ბაგრატიონი ხიმშის შესახებ გადმოგვცემს: „კრიხულას შესართავსა და ამბროლაურ-ხიმშს ზეით მოვიწროვდების რიონი“ (ქც 4: 764,20).

მდებარეობს ამბროლაურის მუნიც-ში, ამბროლაურიდან 3 კმ-ის დაშორებით, მდ. რიონის მარცხენა მხარეს, ახლანდელი სოფ. ხიმშის ტერიტორიაზე.

წყაროებში პირველად იხსენიება XI ს-ში. 1559 წ. ნიკორწმიდის ეკლესიას დავით საყვარელიძემ შესწირა ხიმშელი გლეხი. XVIII ს-ში ველტყვის ნათლისმცემლის მონასტერს ხიმშში ჰქონდა ყმა-მამული. ხიმში წყაროებში „ხივში“ ფორმითაც მოიხსენიება (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 31, 32, 263; ბერაძე 1975: 150). გზა ონიდან ქვემო რაჭისკენ ხიმშზე გადიოდა. აქედან ერთი გზა სხვავაში, მეორე გზა – რიონის გაყოლებით ამბროლაურში ჩადიოდა (ბერაძე 1975: 145).

ხიმში არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ხიმშში დგას XI ს-ის დასაწყისის წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია (6,4X4მ). ნაგებია შირიმის თლილი ქვით. შესასვლელი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდანაა. დასავლეთით აქვს მინაშენი. აღმოსავლეთ კუთხესთან კირქვის ოთხკუთხა ფილაზე ამოკვეთილია XI ს-ის მეორე ნახევრის მხედრულნარევი ნუსხურით შესრულებული შვიდსტრიქონიანი რელიგიური ხასიათის წარწერა (ბარნაველი 1959: 21; ქართ. წარწ. კორ. 1980: 130).

 
ბიბლიოგრაფია: ბარნაველი 1959: 21; ბერაძე 1975: 132-154; ბოჭორიძე 1994: 166, 167; გიულდენშტედტი 1962: 115, 117, 293; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 274; ქართ. წარწ. კორ. 1980: 130; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 31, 32, 263; ქც 4: 764,20.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9