ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხოდ ხოვ ხონ ხოჟ ხორ ხოტ ხოფ

ხონი 

ქალაქი (ქც 4: 750,21,22, სქ. 2).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 750,21,22, სქ. 2), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 359,26; 493,26; 501,7), XI, XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ, ისტ. გეოგ. 1964: 276; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 17, 431; 1970: 317, 410, 480, 481, 482; 1972:7 6), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 181, 185, 194, 206), იოჰან გიულ-დენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 149, 151-153, 155, 203, 307, 319; 1964: 259, 261), ჟაკ ფრანსუა გამბას „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 112, 132, 145-149, 156, 166).

ვახუშტი ბაგრატიონი ხონის შესახებ გადმოგვცემს: გუბის წყლის „ზედვე, ამასა და ხონს იქით, ქუტირ-ფარცხანაყანევამდინ, არს გოჭორაური და არს ხონს ეკლესია დიდი, გუმბათიანი, შუენიერ ნაგები. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ვაკისა. ეს იყო ერთობასა შინა ქართლის მთავარეპისკოპოზისა. შემდგომად განყოფისა დასუეს აქა ეპისკოპოზი“ (ქც 4: 750,21-23, 751,1,2).

მდებარეობს მდ. გუბისწყლისა და ცხენისწყალს შორის, ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე, ახლანდელი რაიონული ცენტრის, ხონის ადგილას.

ხონზე გადიოდა გზები იბერიიდან და აღმოსავლეთ ლაზიკიდან შავი ზღვის სანაპიროებისაკენ და სვანეთისაკენ (ვაჭრიძე 1977: 9). დავით აღმაშენებელმა (1089-1125) ხონის საეპისკოპოსო მცხეთის მთავარეპისკოპოსს დაუქვემდებარა (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 17). ხონი იყო საეპისკოპოსო ცენტრი (ქც 4: 750,23). 1519 წ. იმერეთის მეფე ბაგრატ III-ემ (1510-1565) ლიხთ-იმერეთი გაყო სამ საეპისკოპოსოდ. ხონელ ეპისკოპოსად დასვა მჩხეტის ძე მანოელი. 1553 წ. ბაგრატ მეფემ ხონის ჭალაში შეიპყრო ლევან დადიანი (ქც 2: 359,26). გვიან შუა საუკუნეებში ხონი მცირე ქალაქი და სავაჭრო ცენტრია. ხონის ბაზრობა პარასკეობით იმართებოდა. აქ მოდიოდნენ სავაჭროდ სვანეთიდან, ლეჩხუმიდან, სამეგრელოდან და სხვ. ადგილებიდან (გიულდენშტედტი 1962: 151-153; მესხია 1983: 242).

ხონი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია ძვ. წ. III ათასწლეულის შავპრიალა კერამიკა. ხონში შემთხვევით აღმოჩნდა კოლხური თეთრის განძი (კაპანაძე, გოლენკო 1957: 91).

ხონში აღმართულია IX-X სს-ის წმინდა გიორგის სამნავიანი ბაზილიკა (სიგრძე 15 მ). ნაგებია თლილი ქვით. ინტერიერში შემორჩენილია კედლის მხატვრობა. ეკლესიის წარწერებიდან ბევრი უკვე გადაშლილია. ეკლესიას გარს უვლის გალავანი. ეზოს სამხრეთ ნაწილში დგას სამრეკლო. ეკლესია და სამრეკლო რამდენჯერმეა გადაკეთებული.

 
ბიბლიოგრაფია: ამირანაშვილი 1924: 151; ბაქრაძე 1875: 158-160; გამბა 1987: 112, 132, 145-149, 156, 166, 172; გიულდენშტედტი 1962: 149, 151-157, 209, 307, 319; 1964: 356, 361; გორდეევი 1924: 196-226; 1924ა: 136-151; დადიანი 1962: 181, 185, 194, 206; ვაჭრიძე 1977; თაყაიშვილი 1913-1914: 270-302; იოსელიანი 1850: 70, 71; კაკაბაძე 1914: 95; 1925ა; 1928ა: 26; კაპანაძე, გოლენკო 1957: 96; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 276; მესხია 1983: 622, 623; საქ. ისტ. რუკა 1923; სილოგავა 1980: 134-138; ფაილოძე 1983: 66-71; ფურცელაძე 1881: 126, 140, 142; ქც 2: 359,26; 493,26; 501,7; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 17, 431; 1970: 317, 410, 480, 481, 482; 1972: 76; ქრონიკები 1987: 476; ქც 4: 750,21,22,სქ.2; ჩუბინაშვილი 1959ა: 125, 640, 641.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9