ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხოდ ხოვ ხონ ხოჟ ხორ ხოტ ხოფ

ხორანთა

(ქც 1: 5,11; ქც 4:527,2,9). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 5,11), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 527,2,9; 539,3,17; 541,10,12; 556,5; 561,16).

ლოკალიზდება ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს მდ. იორისა და ალაზნის შესართავთან. ნაქალაქარი ამჟამად მოქცეულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მინგეჩაურის წყალსაცავის ქვეშ.

ხორანთა იყო ჰერეთის პოლიტიკური ცენტრი. ისტორიული ტრადიციით, ხორანთა დაუარსებია ჰერების ეპონიმს ჰეროსს და ქალაქსაც თავდაპირველად ჰერეთი რქმევია (ქც 1: 5,9-11; ქც 4: 526,19-21, 527,1,2). ხორანთა მოოხრებულა XIII ს-ში მონღოლთა შემოსევების შედეგად (ქც 4: 527,3,4). ს.კაკაბაძე ხორანთას ხორნაბუჯის ძველ სახელად მიიჩნევდა (კაკაბაძე 1924: 52).

1965 წ. ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ლ.ჭილაშვილი) დაზვერვები აწარმოა ხორანთის ნაქალაქარზე. ნაქალაქარი განლაგებულია ალაზნის გასწვრივ გამავალი ქედის სამხრეთის კალთებზე და ვრცელდება ვაკემდე, საიდანაც იწყება ელდარის ველი. ათეულ ჰექტარზე გადაჭიმული ნაქალაქარი, რომელიც რამდენიმე უბნისაგან შედგებოდა, დაქცევის შემდეგ აღარ განახლებულა. ზედაპირულად აკრეფილი კერამიკიდან ყურადღებას იმსახურებს დიდი ზომის ჭურჭლის პირი ამოკაწრული ჯვრის გამოსახულებით და დოქის ყური ქართული ასოთი. ზედაპირული მასალის ზოგიერთი ნიმუში, მაგ. მარცვლეულის არქაული სახეხები მიგვანიშნებს, რომ აქ დასახლება უფრო ადრეც არსებობდა (ჭილაშვილი 1968: 59-62). ხორანთის არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

 
ბიბლიოგრაფია: კაკაბაძე 1924: 52; მუსხელიშვილი ... 1987: 498; ქც 1: 5,11; ქც 4: 527,2,9; 539,3,17; 541,10,12; 556,5; 561,16; ჭილაშვილი 1968: 59-62.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9