ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხოდ ხოვ ხონ ხოჟ ხორ ხოტ ხოფ

ხორგი

დაბა (ქც 4: 778,1).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 778,1), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 490; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 612, 646, 669, 670, 732 770, 772; 1977: 684; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 276), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 190), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 325).

ვახუშტი ბაგრატიონი ხორგის შესახებ გადმოგვცემს: „ფოთის ჩდილოთ კერძ შესდის ზღუას ხორგის წყალი. მოიგო სახელი დაბის ხორგისაგან, ზღვის კიდესა ზედა შენისა, სადაცა არს სასახლე აფხაზთა კათალიკოზისა“ (ქც 4: 777,24, 778,1-3).

მდებარეობს ხობის მუნიც-ში, მდ. ხობის ხეობაში, ზღვის სანაპიროდან 15 კმ-ის დაშორებით, სოფ. პირველი ხორგისა და შუა ხორგის ტერიტორიაზე (ბერაძე 1971: 58).

XVII ს-ში აფხაზეთის კათოლიკოსმა დავით ნემსაძემ ხორგაში წულუკიძისაგან შეიძინა სასახლე და ცხრა კომლი, რომლებიც შესწირა ბიჭვინთის ღვთისმშობილის ტაძარს. მოგვიანებით ეს შეწირულობა სადადიანო გამხდარა. ხორგაში იყო საბაჟო, რომლის შემოსავალი აფხაზეთის კათოლიკოსს ეკუთვნოდა (ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 684; ბერაძე 1970: 43, 47).

ხორგა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

 
ბიბლიოგრაფია: ბერაძე 1970: 42-47; 1971: 53-73; გიულდენშტედტი 1962: 325; დადიანი 1962: 190; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 276; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 612, 646, 669, 670, 732 770, 772; 1977: 684; ქრონიკები 1897: 490; ქც 4: 778,1.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9