ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხოდ ხოვ ხონ ხოჟ ხორ ხოტ ხოფ

ხოფი

ხობი (ქც 4: 778,9,10,13; 818,9).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 778,9,10,13,სქ.5; 818,9), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 34; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 275; დას. საქ. საბ. 1921: 84, 87, 91, 92, 105; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 684), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 151), დონ ქრისტოფორო დე კასტელის „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“ (კასტელი 1976: 176), ჟან შარდენის „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (შარდენი 1975: 110, 156), არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა“ (ლამბერტი 1991: 107), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულ-დენშტედტი 1962: 325), ჟაკ ფრანსუა გამბას „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 106-128), დიუბუა დე მონპერეს „მოგზაურობა კავკასიაში“ (დიუბუა დე მონპერე 1937: 22, 105, 107, 108, 149).

მდებარეობს მდ. ხობის მარჯვენა ნაპირას, ახლანდელ ქ. ხობის ტერიტორიაზე.

ხობი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

მდ. ხობისწყლის პირას შემთხვევით აღმოჩნდა ძვ.წ IX-VIII სს-ის ბრინჯაოს ყუნწიანი სატევარი.

ხობის ტაძარი მდებარეობს სოფ. ნოჯიხევთან, ხობიდან 3 კმ-ის დაშორებით. ის უგუმბათო ნაგებობაა. ჩრდილო-დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის კუთხეები თავდაპირველად ცალკე ეკვტერებად იყო გამოყოფილი. უფრო გვიან ეკვტერები მთელ ცენტრალური სივრცეს დაუკავშირეს. დასავლეთისა და სამხრეთის ფასადებს მთელ სიგრძეზე მიუყვება ღია გალერეა, რომელიც სამხრეთი ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში დახურული ეკვტერით მთავრდება. ტაძრის ფასადები უხვადაა მოჩუქურთმებული. შიგნით სხვადასხვა პერიოდის ფრესკებია (ბერიძე 1973: 63, 64). ტაძრის აგების თარიღის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა: XI-XII სს (დიუბუა დე მონპერე 1937: 107); X-XI სს (თაყაიშვილი 1914:134); XIII ს-ის ბოლო ათეული წლები (ბერიძე 1973: 78).

 
ბიბლიოგრაფია: ბერიძე 1973: 72-88; გამბა 1987: 106-128; გიულდენშტედტი 1962: 325; დადიანი 1962: 151; დას. საქ. საბ. 1921: 84, 87, 91, 92, 105; დიუბუა დე მონპერე 1937: 22, 105, 107, 108, 149; თაყაიშვილი 1914: 134; კასტელი 1976: 176; ლამბერტი 1991: 107; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 275; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 684; ქრონიკები 1892: 34; ქც 4: 778,9,10,13; 818,9; შარდენი 1975: 110, 156.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9