ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხოდ ხოვ ხონ ხოჟ ხორ ხოტ ხოფ

ხოფჯა

ქალაქი (ქც 4: 689,10,13).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 689,10,13), მატიანე ქართლისა (ქც 1: 299,11; 304,12), დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი (ქც 1: 333,15; 338,16), ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“ (ჩელები 1971: 94), კარლ კოხის „მოგზაურობა რედუტ-კალედან ტრაპეზუნტამდე“ (კოხი 1981: 196, 199).

ვახუშტი ბაგრატიონი ხოფჯას შესახებ გადმოგვცემს: „გონიის დასავლით მოერთვის ზღუას მდინარე, ჭანეთში გამომდინარე ჭანეთის მთისა, რომელი მდებარებს ჭანეთსა და ფორჩხის ხეობას შორის, და მოდის ჩდილოთ. ამ მდინარის იქით არს ხოფჯა, ქალაქი მცირე, ზღვის კიდესა ზედა. აქ მოერთვის მდინარე ხობჯისა, გამომდინარე მისვე მთისა და მომდინარე ეგრეთვე“ (ქც 4: 689,7-12).

ხოფჯა ზოგჯერ იხსენიება ხუფათის (ქც 1: 299,11, 304,12, 333,15, 338,16) ან ხოფას (ჩელები 1971: 94; კოხი 1981: 196, 199) სახელწოდებით.

ხოფჯა-ხუფათი ლოკალიზდება თურქეთის რესპუბლიკაში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, თანამედროვე ქალაქ ხოფას ტერიტორიაზე (ინგოროყვა 1954: 204).

გამოთქმულია მოსაზრება, რომ ანტიკურ წყაროებში მოხსენიებული ქ. პეტრა უნდა მდებარეობდეს ქ. ხოფას ტერიტორიაზე (გრიგოლია 1989: 70, 73, 75, 76, 81).

ხოფჯა-ხუფათი წყაროებში იხსენიება V ს-ის მეორე ნახევრიდან, როცა ბიზანტიის იმპერატორ ლეონ I-სა (457-474) და ლაზიკის მეფე გუბაზ I-ს შორის დაიდო ხელშეკრულება და საზღვრად ბიზანტიასა და ლაზიკას შორის ხუფათი დადგინდა (ინგოროყვა 1954: 204; გრიგოლია 1989: 78, 79). IX-XI სს-ში ხუფათი ქალდიას ქვეყანაში შედიოდა (ჯავახიშვილი 1983: 68). XI ს-ის 40-იან წლებში მეფე ბაგრატ IV-ემ (1027-1072) ხუფათის ციხეს ალყა შემოარტყა. XII ს-ის დასაწყისში ხუფათი საქართველოს სასაზღვრო პუნქტია და მეფე დავით IV აღმაშენებელმა (1089-1125) ის რამდენჯერმე მოინახულა (სიხარულიძე 1977: 7, 30). XVIII ს-ში ხუფათი ცნობილია ხოფჯას სახელწოდებით, მასზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა (ჭილაშვილი 1970: 115, 128, 170).

ხოფჯა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

 
ბიბლიოგრაფია: გრიგოლია 1989: 37-81; ინგოროყვა 1954: 204; კოხი 1981: 196, 199; სიხარულიძე1977: 7, 30; ქც 1: 299,11; 304,12; 333,15; 338,16; ქც 4:689,10,13; ჩელები 1971: 94; ჭილაშვილი 1970: 115, 128, 170; ჯავახიშვილი 1983: 68.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9