| | |
(ქც 4: 756,16,17,19). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 756,16,17,19), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 271), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (საისტ. კრ. 1928: 42, 43, 49; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 277, 278; ქრონიკები 1897: 343; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 250), 1737 წ. ლიხთ-იმერეთის რუკა (ბურჯანაძე 1959: 186), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 303), ჟაკ ფრანსუა გამბას „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 189, 191, 200).
ვახუშტი ბაგრატიონი ხრეითის შესახებ გადმოგვცემს: ზუსას „ზეით არს ხრეითი, და ხრეითიდამ გარდავალს გზა რაჭას ნაჯიხურევზედ. ამ ხრეითს ქუეით ბიღას ითხრების კაჟი ჩახმახისა, ფრიად კარგი“ (ქც 4: 756,16-18).
მდებარეობს ჭიათურის მუნიც-ში, ჭიათურიდან 1,8 კმ-ის დაშორებით, სოფ. გაღმა და გამოღმა ხრეითის ტერიტორიაზე.
1515 წ. სოფელი შეუწირავთ კაცხის ეკლესიისათვის (საისტ. კრ. 1928: 42, 43). 1661 წ. ვახტანგ V შაჰნავაზმა (1658-1675) ზაალ წერეთელს უბოძა სარდლობა ზედა ხრეითიდან ვიდრე ლიხის მთამდე. ხრეითზე გადიოდა ქუთაისიდან წამოსული გზა: ქუთაისი – ტყიბული – მუხურა – ხრეითი – წიქვალი – ჭიათურა – საჩხერე – ჩიხა. შორაპნიდან ხრეითზე გავლით გზა რაჭაში გადადიოდა (ბერძენიშვილი 1964: 19, 20).
ხრეითი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
შემორჩენილია ადრე შუა საუკუნეების მოგვიანებით გადაკეთებული 2 ციხე-დარბაზის, განვითარებული შუა საუკუნეების ზედა ციხისა და ეკლესიის ნანგრევები (ბარნაველი 1959: 130).
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |