![]() |
![]() | |
(ქც 4: 362,4). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 362,4), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 23; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 106, 137).
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით ორბოძლის „მთის სამხრით კერძს, ჯარიაშენიდამ ვანათამდე, უწოდებენ გუერდის-ძირს“ (ქც 4: 362,4,5).
მდებარეობს გორის მუნიც-ში, მდ. მეჯუდას მარჯვენა შენაკადის, მდ. აძურის ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ჯარიაშენის ტერიტორიაზე.
ჯარიაშენი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
სოფლის ცენტრში დგას წმინდა გიორგის XIX ს-ის დარბაზული (10,2X6,2მ), აგურითა და რიყის ქვით ნაგები ეკლესია. აფსიდა ნახევარწრიულია. აქვს შესასვლელი სამხრეთიდან და თითო სარკმელი ოთხივე კედელზე. სამხრეთის კედელზე აგურით გამოყვანილი ჯვარია (სძა 1990: 125).
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |