(ქც 1: 368,21; ქც 2:365,17). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე „ცხოვრება დიდისა მეფეთ-მეფისა თამარისი“ (ქც 1: 368,21), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 365,17), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 166, 170-172, 190, 193, 208), სტეფანოზ ორბელიანის „ცხოვრება ორბელიანთა“ (ორბელიანი 1978: 55, 62, 63, 90), ჰასან რუმლუს „ცნობები საქართველოს შესახებ“ (რუმლუ 1966: 22, 56), მუსტაფა ნაიმას „ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“ (ნაიმა 1979: 102), ესაი ჰასან ჯალალიანცის „ალვანთა ქვეყნის ისტორია“ (ჯალალიანცი 1971: 28).
ლოკალიზდება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მთიან ყარაბაღში, მდ. ბარგუშათის წყალსა (მდ. მტკვრის შენაკადი) და თეთრ წყალს (ახსუს) შორის (საქ. ისტ. რუკა 1923).
ბარგუშატი პირველად იხსენიება ლაშა-გიორგის დროინდელ მემატიანესთან. მანდატურთუხუცესმა და ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა და მისმა ძმამ, სომეხთა და ქართველთა ათაბაგმა ივანემ თამარის მეფობის (1184-1207) დროს აიღეს გელაქუნი, ბიჯნისი, ამბერდი და ბარგუშატი (ქც 1: 368,21; ორბელიანი 1978: 55). 1556 წ. შაჰ-თამაზმა (1524-1576) გაილაშქრა ბარგუშატისკენ (რუმლუ 1966: 22, 56), დასვა სულთანი განძას, ბარგუშათს, შაქს (ქც 2: 365,17). თეიმურაზ II-მ (1744-1762) და ერეკლე II-მ (1744-1798) რამდენჯერმე ილაშქრეს ბარგუშატში (ორბელიანი 1981: 166, 170-172, 190, 193, 208). ივანე ორბელიანმა ლიპარიტ ორბელიანს მისცა სამემკვიდრეოდ ბარგუშატი და სხვა ციხენი (ორბელიანი 1978: 62, 63). ბარგუშატის მფლობელი იყო ტარსაიჭ დიდი ლიპარიტის ძე (ორბელიანი 1978: 90).
ბარგუშატი-ბარგუშათი არექოლოგიურად შეუსწავლელია.
- ბიბლიოგრაფია: ნაიმა 1979:102; ორბელიანი 1978: 55, 62, 13, 90; ორბელიანი 1981: 166, 170-172, 190, 192, 193, 203; ქც 1: 368,21; ქც 2:365,17; საქ. ისტ. რუკა 1923; ჯალალიანცი 1971: 28; რუმლუ 1966: 22, 56.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.