ბა ბე ბი ბო ბრ
ბაგ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბარ ბახ

ბარდავი

ბარდა, ბარზაა
ქალაქი (ქც 1: 5,5; 68,20; 117,3; 130,23; ქც 4: 128,5).


იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“ (ქც 1: 5,5; 668,20; 117,3), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 128,5; 129,27; 130,16; 134,13; 213,22; 264,21; 265,3; 267,5; 272,8), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 144,10; 176,7; 217,17; 242,4), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 255,12; 256,18; 266,4), „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1: 332,3; 340,5,7), ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე (ქც 1: 370,31), სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატუნიანთა“ (ქც 1: 376,8; 377,7), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 17,17; 58,4), ბასილი ეზოსმოძღვრის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ (ქც 2: 130,8), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 186,7; 189,8; 191,4; 195,19; 223,8; 228,13; 247,9; 250,3), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 330,25; 335,18; 407,11,12; 457,20; 467,20), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 54, 55, 73-75, 80, 82, 208), IX ს-ის მეორე ნახევრის „დაწერილი ფავლენელისა მღვიმისადმი“ (ქრონიკები 1892: 71; ქართ. ისტ. საბ. კორ. 1984: 17; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 3), სტეფანოს ორბელიანის „ცხოვრება ორბელიანთა“ (ორბელიანი 1978: 55), იბნ ჰაუკალი (ჰაუკალი 1976: 31, 37), ისთახრის „გზანი და სამეფონი“ (ისთახრი 1937: 2, 4, 6), „ჰოდუდ ალ-ალემი“ (ჰოდუდ ალ-ალემი, 1937: 15), ჰამადალაჰ ყაზვინის „გულთა სიამე“ (ყაზვინი 1937: 22, 40, 41), ზაქარია ალ-კაზვინი (ალ-კაზვინი 1975: 25, 34, 39, 87, 107, 111, 112, 120-122, 124, 128, 135, 197), „სამყაროს საკვირველება“ (სამყაროს საკვირველება 1978: 11, 20, 27, 38, 39, 42, 43), ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“ (ჩელები 1971: 267), ქათიბ ჩელები (ჩელები 1978: 62, 63, 114, 125, 126, 142, 143, 261), ისქანდერ მუნში (მუნში 1969: 150, 151), ჰასან რუმლუ (რუმლუ 1966: 64), ზაქარია აგულეცის „დღიური“ (აგულეცი 1979: 76), ესაია ჰასან ჯალალიანცის „ალვანთა ქვეყნის ისტორია“ (ჯალალიანცი 1979: 21, 27, 29), მუსტაფა ნიამა (ნიამა 1979: 163).

ლოკალიზდება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რაიონულ ცენტრ ბარდას მახლობლად. მდებარეობს მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მტკვრისა და ტერტერის შესართავთან (სამყაროს საკვირველება 1978: 42, შენ. 39).

ბარდავს წერილობით წყაროებში სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ: ქართულში ბარდავი, სომხურში პარტავი, არაბულ-სპარსულში ბარდა-ბარზა. ქართული წყაროებით ბარდავი ძველი ქალაქია, დაარსებული ქართლოსის ვაჟის, ბარდოსის მიერ (ქც 1: 5,5). უცხოური წყაროები მის დაარსებას ალექსანდრე მაკედონელს ან სპარსთა მეფე პეროზს (459-485) მიაწერენ (ნურიევი 1986: 7). VI ს-ში ბარდავი კავკასიის ალბანეთის სატახტო ქალაქია, რომელიც მდებარეობდა დიდ საქარავნო გზასაყარზე (სიხარულიძე 1963: 176; ნურიევი 1986: 4). VIII ს-ში ის არაბებმა დაიპყრეს. შემდგომ ქალაქი ბუღა-ნოინმა მოაოხრა (ქც 1: 255,12; ქც 4: 129,27, 130,16). აშოტ კურაპალატს სახლად ჰქონდა ტფილისი და ბარდავი (ქც 1: 376,8; ქც 4: 128,5). 1121 წ. ბარდავი დაიპყრო დავით აღმაშენებელმა (ქც 1: 340,5,7). XIII ს-ში მონღოლებმა აიღეს ქალაქი და ზამთარს იქ ატარებდნენ (ქც 1: 217,7; 255,12; 370,31; ქც 2: 186,7; 189,8; 191,4; 195,19; 223,8; 228,13; 247,9; 250,3; 330,25; ქც 4:129,27; 130,16; 267,5). ბარდავი XVIII ს-ში საბოლოოდ დაანგრია ნადირ-შაჰმა (ნურიევი 1986: 25, 26).

ბარდავში შემთხვევით აღმოჩენილი სხვადასხვა ნივთები თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულიდან მოყოლებული გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით (ნურიევი 1986: 7). მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილია ნამოსახლარის სამი სხვადასხვა სამშენებლო დონე: IX-X, X-XII და XIII-XIV სს-ის. ქვედა, I დონე 3 მ სიღრმეზეა დაფიქსირებული. მასში აღმოჩნდა საცხოვრებელი შენოებები, ნაგები აგურით, თიხისა და გაჯის ხსნარზე. არქეოლოგიური მასალა წარმოდგენილია თიხის მოუჭიქავი ჭურჭლით, ლითონის, მინის, ქვისა და ძვლის ნივთებით. II დონეზე გაითხარა ეზო, სადაც აღმოჩნდა ჭა; სამეურნეო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ორმოები; დიდი თონეები და სხვ. არქეოლოგიური მასალიდან აღსანიშნავია მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭელი, მინის ნაკეთობანი და ზოდები. ამავე დონეზე ნაპოვნია განძი, რომელიც შედგება ვერცხლის სხვადასხვა ზომისა და ფორმის სამაჯურებისაგან, ვერცხლის ნაჭრებისა და მონეტებისაგან. ზედა, III დონის საცხოვრებელი შენობების ასაგებად და იატაკის დასაგებად გამოყენებულია ოთხკუთხა აგური. შენობებში გამოვლინდა: თონეები, მოჭიქული ჯამები და თეფშები, ლითონის, მინის, ქვის ნაწარმი. III დონეზე აღმოჩნდა წყალსადენის ორი ხაზი, რომლითაც ქალაქი მარაგდებოდა სასმელი წყლით. ნუმიზმატიკური მასალა შეიცავს ბარდავშივე მოჭრილ შადადინების, ილდიგიზიდების, ილხანების მონეტებს; მეზობელი ქვეყნების ფელსებსა და დირჰემებს (ნურიევი 1986: 8-20).

1970 წ. ბარდავში გაითხარა ქრისტიანული ტაძარი, რომელშიც გამოვლინდა სამი დონე: ადრეული შუა საუკუნეების (V-IX სს-ის), X-XIII სს-ის და მონღოლების შემდგომი პერიოდის. ქვედა პირველ დონეზე გამოვლენილია სამნავიანი ბაზილიკის საძირკველი, ნაგები რიყის ქვითა და აგურით (11X6მ). გვერდითი ნავები ვიწროა. იატაკად დაგებულია აგური (22X22X5სმ). არქეოლოგიური მასალის უმეტესობა მოუჭიქავი კერამიკაა. ტაძარი დანგრეულია ხანძრის შედეგედ. ბაზილიკა არქიტექტურული ნიშნებით, სამშენებლო მასალითა და განათხარი კერამიკის მიხედვით თარიღდება VIII ს-ით (გეიუშევი 1971: 226, 227).

ბარდავის ტერიტორიაზე შემორჩენილი არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია 1322 წ. აგებული მრავალწახნაგოვანი მავზოლეუმი (ნურიევი 1986: 22).
 
ბიბლიოგრაფია: აგულეცი 1979: 76; ალ-კაზვინი 1975: 25, 34, 39, 87, 107, 111, 112, 120-122, 124, 128, 135, 197; გეიუშევი 1971: 226, 227; ისთახრი 1937: 2, 4, 6; მუნში 1969: 150, 151; ნაიმა 1979: 163; ნურიევი 1986; ორბელიანი 1981: 54, 55, 73-75, 80, 82, 208; რუმლუ 1966: 64; „სამყაროს საკვირველება“ 1978: 11, 20, 27, 38, 39, 42, 43; სიხარულიძე 1963: 176; ქც 1: 5,5; 668,20; 117,3; 144,10; 176,7; 217,17; 242,4; 255,12; 256,18; 266,4; 332,3; 340,5,7; 370,31; 376,8; 377,7; ქც 2:17,17; 58,4; 130,8; 186,7; 189,8; 191,4; 195,19; 223,8; 228,13; 247,9; 250,3; 330,25; 335,18; 407,11,12; 457,20; 467,20; ქც 4:128,5; 129,27; 130,16; 134,13; 213,22; 264,21; 265,3; 267,5; 272,8; ქართ. ისტ. საბ. კორ. 1984: 17; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 3; ქრონიკები 1892: 71, 87, 281; ყაზვინი 1937: 22, 30, 41; ჩელები 1971: 267; ჩელები 1978: 62, 63, 114, 125, 126, 142, 143, 261; ჯალალიანცი 1971: 21, 27, 29; ჰაუკალი 1976: 31-37; ჰოდუდ ალ-ალემი 1937: 15.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9